Digest Logo

🎥 „ეს 126 კილო იმდენად მოულოდნელი იყო, ის დღე არასოდეს დამავიწყდება“ - ნანუკა გულუა

1758306566
ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა პროფესიით არც მსახიობია და რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ საზოგადოების დიდ სიყვარულს სწორედ ეს საქმე მოუტანდა. პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ დოჩის როლმა მას, ცნობადობასთან ერთად, უამრავი ადამიანის პატივისცემაც მოუტანა.

2021 წელს ნანუკა გულუამ იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა, დღეს კი წყვილს 3 შვილი ჰყავს.

ნანუკა გადაცემაში „Kotcast•კოტკასტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც წონის შესახებ ისაუბრა:

„ეს 126 კილო ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და სტრესულ, რომ ის დღე არასოდეს დამავიწყდება.

მივხვდი რომ 1 და 2 თვიანი დიეტა არაფერს მიშველიდა და ცხოვრების წესად თუ არ ვაქცევდი, ამ ყველაფერს ვერ მივიღებდი სასურველი სილუეტს და დავიწყე ყველაფერი. მხოლოდ ჰაერი, მხოლოდ წყალი, მხოლოდ მაწონი, მხოლოდ არაფერი და ამით ტანჯვა...

მერე მივაგენი ჩემთვის იდეალურ დიეტას, რომელიც საშინელება იყო, სამ საათამდე ვჭამდი ყველაფერს და 3 საათის შემდეგ არაფერს. ამ დიეტით 2 წელში დავიკელი 35 კილო და მერე შევჩერდი.

ჩემი ცხოვრების ბევრი წელი ამ სიგიჟეს ვაკეთებდი და ბოლოს უკვე ორგანიზმის ძალიან გამომეფიტა დავდექი უშაქრო დიაბეტის ზღვარზე, შემდეგ გადავედი სხვა დიეტებზე, ჩემ შემთხვევაში ბოლოს რამაც იმუშავა ეს იყო კეტო დიეტა,“ - ამბობს ნანუკა გულუა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი პირველი შვილი 22 წლის გახდა, ვამაყობ და მიყვარხარ“ - ნოე სულაბერიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„ამაზე იმუნიტეტი არ მაქვს და ალბათ, ვერასდროს გამოვიმუშავებ...“ - გიორგი ძოწენიძე ბედნიერებითა და ტკივილით გამოწვეულ ცრემლზე

⭕🎥 „საშიში სიტუაციაა ზღვაზე, გაცემულია შტორმული გაფრთხილება!“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან