ნუცა თოფურია უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო.
ნუცა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად, ახალგაზრდა მომღერალი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ვარდისფერ გულების ფორმის პრინტიან მოსასხამში და შავ გამჭვირვალე კაბაში პოზირებს.
ფოტოებს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
„ეს ანგელოზი ციდან როდის ჩამოვარდა?“
„სილამაზე“,
„საოცარი გოგო ხარ“,
„ანათებ“,
„ეს რა სილამაზეა“,
„ნუცა სიტყვები ზედმეტია“, - წერენ კომენტარებში.
„მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია.
ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით, ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცელი იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი“, - ამბობს ნუცა თოფურია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უნივერსიტეტი „სეუ“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
⭕რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები