
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ 36 წლის გახდა, კიდევ ერთი შვილის მოლოდინშია.
ქეთი და მისი მეუღლე დავით კაჭარავა გოგოს მშობლები გახდებიან. წყვილმა სქესის გაგების ცერემონია სახლში მოაწყო, რასაც მთელი ოჯახი ესწრებოდა.
ამჯერად ქეთი ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც ინფორმაციულ წარწერას ურთავს ორსული ქალბატონებისთვის:
„მოკლედ მინდა 3 რაღაც გირჩიოთ ორსულობაში, ოღონდ მანამდე დავწერ - მე-3 ორსულობის 31 კვირა ისე ჩქარა და შეუმჩნევლად გავიდა, რომ ბოლო 9 კვირა მინდა ნელა გავიდეს! ეს მართლაც საუკეთესო პერიოდია ქალისთვის და თან ვერ ვხსნი რატომ.
რა თქმა უნდა იყო რთული დღეებიც, პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა.
ახლა 3 მთავარი რჩევა
✅ ივარჯიშეთ❗️
იარეთ, იცურავეთ, იუთუბიდან გააკეთეთ ორსულების ვარჯიშები, ვისაც რის საშუალება გაქვთ. ეს საუკეთესოა, რაც ორსულობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და ნაყოფს.
✅ შეაგროვეთ სამახსოვროდ ფოტოები❗️
მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და ახლა ძალიან ვნანობ. 10-20 წელიწადში დათვალიერება ძალიან კარგი იქნება.
✅ იფრინეთ და იმოგზაურეთ სპეციალური ჩულქებით❗️
ამაზე უკეთესი რჩევა არ მიმიღია. 6 საათიანი ფრენის შემდეგაც კი ფეხები არ მქონდა შეშუპებული და ვიყავი ბუმბულივით“, - წერს ქეთი ხატიაშვილი კადრებზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გადარჩენილი სიყვარული და ლუქი...“ - ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს