მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა თამამი და სკანდალური ცხოვრების სტილით ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.
ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა, შესაბამისად სკანდალები და ჭორები მისი ცხოვრების ნაწილია, ფარულავას რომანების შესახებ მითქმა-მოთქმა დღემდე გრძელდება, ალბათ ულამაზესი ქალბატონი ყოველთვის იქცევს მამაკაცების ყურადღებას, ფარულავა იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს.
მსახიობსა და ტელეწამყვან ია ფარულავას ყოფილი ქმრების თანმიმდევრობები ერთმანეთში ერევა, ჩვენს ბლოგში წარმოდგენილი კაცების არსებობა, კი შესაძლოა, საერთოდ აღარ ახსოვდეს. ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული საკუთარი თავია. საყვარელი მამაკაცები კი გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორეხარისხოვნები ხდებიან.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული მე თვითონ ვარ. ვიღაცა მიყვარდა, ვგიჟდებოდი, განცდებში ვარ, „ვიბრიდები“ და 3 წლის შემდეგ აღარც მახსოოვს. ჩემი ყოფილი ქმრების რიგითობასაც ვერ ვიმახსოვრებ, სულ მერევა და ვხვდები, ისნი ჩემთვის სულ ერთი არიან. საერთოდ სხვანირი გავხდი, ადრე ვნერვიულობდი ყველაფერზე. ახლა პირიქით არაფერი მადარდებს“, - ამბობს ია ფარულავა გადაცემაში „პროფილი“.
ამჯერად დაიჯესტი გიამბობთ, იმ კაცებზე, ვისთანაც ია ფარულავას ურთიერთობა ჰქონია და მოგიყვებით მისი გასაიდუმლოებული რომანის შესახებ, რომელიც ყოფილ გუბერნატორთან ჰქონდა.
დაახლოებით 7 წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარულავას ურთიერთობა ჰქონდა რაჭის ყოფილ გუბერნატორ ოთარ სირაძესთან.
პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ფარულავას გარემოცვაში ძალიან ხშირად ხედავენ. როგორც ამბობენ, წყვილი თავის გრძნობებს უკვე აღარ მალავს, თუმცა მანამდე საკმაოდ რთული გზის გამოვლა მოუხდათ. ოთარ სირაძემ იას გამო ოჯახი დაანგრია.
ფარულავამ პირველად 17 წლის ასაკაში იქორწინა, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი მალევე დაინგრა. რამაზი ძალიან ეჭვიანი ქმარი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა.
„17 წლის გავთხოვდი, ცოლად გავყევი რამაზ ჩადლაძეს. ძალიან საინტერესო ბიჭი იყო, მხატვარი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საშინელი „გრუზინი იყო“ არ უნდოდა, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა, ბიჭთან ერთად მეცეკვა.ჩემი ცეკვის მასწავლებელს, ვეხვეწებოდი, რომ გოგოსთან ერთად მეცეკვა, მეშინოდა, ყველა ჭუჭრუტანა ათვისებული ჰქონდა. ფილმში მონაწილეობას მიკრძალავდა, გადაღებები ღამე დავნიშნეთ და ვატყუებდი, რომ დედაჩემთან დასარჩენად მივდიოდი.იყო ცემა ტყეპა, ცუდად მექცეოდა. მეც ვცემდი, ისიც მცემდა“- ამბობდა ფარულავა ერთ-ერთ ინტერვუში.
მსახიობი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სამშობლოდან წასულს უცხო ქვეყანაში ახალი სიყვარული ეწვია. მისი მეორე ნახევარი და მეუღლე ჟურნალისტი კის რაიზერი გახლდათ. მსახიობმა ყველასათვის მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ქორწინების წყალობით იას ამერიკის მოქალაქეობა ხვდა წილად.
იას შემდგომი გატაცება ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი გახლდათ. წყვილი წლების მანძილზ ერთად ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა არ დაუკანონებიათ. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. ბიზნესმენმა იას მისი სახელის ხსენება აუკრძალა, რის გამოც მსახიობი მას „უხსენებელს“ ეძახის.
ფარულავას ურთიერთობა ჰქონდა მუსიკოსს, ტარიელ სუარისთან. ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ „ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. თანაცხოვრების მანძილზე მათ ურთერთობაში კონფლიქტებმაც იჩინა თავი, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. „ყველაზე ღირსეული მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში -ტარიელ სუარი "-წერდა ია და მეუღლის ფოტოს ავრცელებდა.
2003 წელს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად ქვეყნის სათავეში მოსასვლელად იბრძოდა, როგორც ამბობენ, რევოლუციური მისვლა-მოსვლიდან თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობდა ძველ სიყვარულს, ია ფარულავას. მიშას ია ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როდესაც თანაკლასელები იყვნენ, თუმცა ფარულავა მის გრძნობას გულგრილობით პასუხობდა.
ია ფარულავა ერთ-ერთ ქმარს შეურიგდა? - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს
ეპატაჟური, ქარიზმატული, ვნებიანი და კიდევ ათასი კომპლიმენტით შესამკობი ია ფარულავა მიმზიდველობას 41 წლის ასაკშიც არ კარგავს. რაოგორც ჩანს, ამას მისი ყოფილებიც ამჩნევენ.
როგორც თავად ამბობს, ქმრების ნუმერაცია ერევა, ხოლმე. სამაგიეროდ მისმა ერთგულმა ფანებმა კარგად იციან, რომ ტარიელ სუარი იას ბოლო სიყვარულია, თუმცა დაშორდა თუ არა წყვილი, ეს კიდევ საკითხავია.
ფარულავამ გუშინ ფეისბუქ სთორიში ულამაზესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ტარიელთან ერთადაა.
და სულ რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ია ფარულავა და ტარიელ სუარი დაშორდნენ, როგორც თავად მსახიობი წერს მათი დაშორება მისი ბრალია.
„10-წლიანი ერთგულების მერე, მე მას ვუღალატე“ - წერს ია ფარულავა.
სხვა ამბები⤵️
ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე
ქმარს გაშორებული ანა მარგველაშვილი, მარტოხელა დედობა და სხვა სკანდალები ექს-პრეზიდენტის შვილზე