ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, ამჯერად საქართველოში იმყოფება.
იგი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საქართველოს შესახებ ისაუბრა.
„რა სფერო გინდა, რომ ქართველი არ იყოს წარმატებული? მაგალითად, მოდის სფეროში - მატილდა გვარლიანი, სპორტში - კვარა. სად გინდა, რომ გაიხედო და არ იყოს ქართველი? ამ დროს, ვართ 3 მილიონი, ნიუ-იორკის ერთი უბანი, ძალიან ცოტა ვართ, თუმცა ფენომენალური ქვეყანა ვართ, ფენომენალური ნიჭით, წარსულით და მომავლით.
ძალიან წინ ვართ და პროგრესულები ვართ. როცა ემიგრაციაში მიდიხარ იწყებ დაფასებას იმ ყველაფრის, რაც ქართულია და ტრადიციულია“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
მან ასევე ქართული სამზარეულოს შესახებ ისაუბრა:
„ქართული საკვები არაფერი არაფერს არ ჰგავს, ყველა კერძი განსხვავებულია“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ტასუნა 20 წლისაა“ - სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს