Digest Logo

„გადარჩა“ - ზურა ყიფშიძე შვილის ავარიაზე

1608884971
ზურა ყიფშიძე და ლენა ყიფშიძე

გუშინ, 24 დეკემბერს მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილი, ლენუკა ყიფშიძე ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, როგორია ლენუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შესახებ ინფორმაციის გასაგებად მსახიობ ზურა ყიფშიძეს დავუკავშირდეით.

მისი თქმით, ლენუკა ახლა კარგად არის, თუმცა ავარია ძალიან მძიმე იყო.

„ლენუკა, გუშინ საღამოს მოყვა ავარიაში. მძიმე ავარია იყო, მაგრამ გადარჩა. კლინიკაში დაწოლის საჭიროება არ ყოფილა, მივიდა გასინჯეს და სახლში გამოუშვეს, ახლა თავს კარგად გრძნობს“, - განუცხადა „დაიჯესტს“ ზურა ყიფშიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაავარიევი მანქანა იმდენად დაზიანებულია, რომ უკვე გამოუსადეგარია.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სიმღერის ტექსტები ამიხდა... მარტო დავრჩი, მეუღლე ავარიაში გარდაიცვალა - ვერიკო ტურაშვილი

ავარიაში მოვყევი…შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ ბრუნს აკეთებდა – ეკატერინე ტოგონიძის ცრემლისმომგვრელი პოსტი გარდაცვლილ მეუღლეზე

ექიმს ვკითხე, ხელი მომაჭერით მეთქი? - სალომე გოგიშვილი უმძიმეს ავარიას იხსენებს