25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე, სალომე ლაშხი, მშობლები გახდნენ.
წყვილს ბიჭი ეყოლა, რომელსაც ტეო დაარქვეს.
მათთვის ეს პირველი შვილია. ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ამჯერად ოჯახურ კადრებს გვიზიარებს, სადაც მშობლები ახალშობილთან ერთად პოზირებენ.
ფოტოებმა გამომწერების გამოხმაურება დაიმსახურა:
„გილოცავთ ლამაზო მშობლებო“,
„გაგეზარდოთ ჯანმრთელი და სასახელო“,
„საოცარი წყვილი, ბედნიერები იყავით“, - წერენ კომენტარებში.
ლუკა ლოჩოშვილმა და სალომე ლაშხმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობეს და სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გააზიარეს. წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სალომე ლაშხი კი გამომწერებს პერიოდულად ულამაზესი კადრებით ანებივრებს.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ახალ სეზონზე, ლეიკერსსა და კობი ბრაიანტზე - სანდრო მამუკელაშვილის სრული ინტერვიუ