
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული სომეხი ბიჭი - მარტინ გუიუმჯიანის შესახებ მოამზადა სიუჟეტი.
როგორც იგი საუბრობს, საქართველო მისთვის მეორე სახლია.
„ჩემთვის საქართველო მეორე სამშობლოა, მეორე სახლი. ჩვენ უძველესი ხალხი ვართ - სომხები და ქართველები, ჩვენ ვართ - კავკასიელი ძმები და ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან.
2002 წლიდან ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში ოჯახთან ერთად და სხვადასხვა ადგილას დავდივართ. ძალიან კარგი ბუნება გაქვთ, ასევე კერძები და აქ საოცარი ხალხია“, - ამბობს მარტინ გუიუმჯიანი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით