ესპანურ El Hormiguero-სთან ინტერვიუში UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, მეტსახელად მატადორმა - ილია თოფურიამ, სხვა თემებთან ერთად, განქორწინების შესახებ დასმულ შეკითხვაზეც უპასუხა? მისი თქმით, მან ერთი მთავარი გაკვეთილი მიიღო ამ ყველაფრიდან.
„რა ვისწავლე განქორწინების შედეგად? შესაძლოა, ამან ღიმილი მოგგვაროთ, მაგრამ მთავარი, რაც ვისწავლე, დედაჩემს უნდა მოვუსმინო და დავუჯერო. რადგან დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. როდესაც დედა გეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის - რაც არ უნდა გეჩვენებოდეს, რომ ასე არ არის,ის მართალია. ვისწავლე დედაჩემის მოსმენა. მიყვარხარ, დედა“, - თქვა ილიამ.
ცნობისთვის, 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას განქორწინებისა და მეურვეობის საკითზე სასამართლო დავა აქვს მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან.
ესპანური მედია წერს, რომ სახლი რომელსაც ისინი ყიდიან 2018 წელს არის აშენებული და საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართები 2560 კვადრატული მეტრია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მუდამ იბრწყინე“ - შორენა ბეგაშვილი თბილისშია, ნახეთ მოდელის ახალი კადრები
წყარო: mshoblebi.ge