Digest Logo

🎥 „განსაკუთრებით საამაყოა, რომ უკვე მეორედ მქონდა პატივი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

1780394888
ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს, საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს და კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს გადადის.

არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ სცენაზე მიიპყრო, იგი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ბიზნესსაქმიანობით თუ სოცქსელში საჯარო გამოჩენებით.

ამჯერად მან სოციალურ ახალი ვიდეო გაავრცელა რომელზედაც წერს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აშშ-სა და საქართველოს ჰიმნი შეასრულა:

„დიდი პატივი იყო ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნების შესრულება.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ უკვე მეორედ მქონდა პატივი შემესრულებინა ორივე ქვეყნის ჰიმნი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და თავს უყრიდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო მოხელეებსა და საპატიო სტუმრებს. ამავდროულად, აღინიშნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეც.

ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, ამერიკელი მეგობრების პატივსაცემად, შევასრულე My Way - სიმღერა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕„მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო!“ - დღეს, 2 ივნისს, საქართველო გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გააცილებს

⭕ „უსამართლოდ მოგექცნენ და სამართლიანად იყვირე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე