Digest Logo

„გარეთ იყო უბედურება და 300-მეტრიანი რიგი იდგა ჩემს მაღაზიაში შემოსვლაზე...“ - ავთანდილ ცქვიტინიძე 90-იანების თავბრუდამხვევ წარმატებაზე

1780475711
ავთანდილ ცქვიტინიძე

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ კარიერის საწყისი ეტაპი და ის პერიოდი გაიხსენა პოდკასტში „მარტოობის 15 წუთი“, როდესაც ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისის, შიმშილისა და უშუქობის ფონზე, მან მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ სწორედ ინდივიდუალურმა მიდგომამ და მკაცრმა თვითდისციპლინამ მისცა შესაძლებლობა, შეექმნა საკუთარი რეალობა იქ, სადაც წარმატების იმედი თითქმის არ არსებობდა.

„დავიწყე ინდივიდუალური კერვა, არ მყავდა კონკურენტი. გინდოდა არ გინდოდა, ჩემთან უნდა მოსულიყავი. ამას მოჰყვა პატარა მაღაზია, პატარა მაღაზიას მოჰყვა, იმ დროისთვის გრანდიოზული ჩვენება „ესპანეთის ბაზარი.“ ვერავინ ვერაფრით ვერ ალაგებდა, რომ ასეთი ტიპის ჩვენება შეიძლებოდა გაკეთებულიყო, იყო დაპატიჟებული სრულიად ქართული ელიტა. 

დილით ხომ პურის რიგში იდგა ხალხი, მაღაზიას ჩვენ „დვიჟოკზე“ ვამუშავებდით და რიგი იდგა 200-300 მეტრი მარტო შემოსვლაზე, ჩემს მაღაზიაში. ამ რიგების ფონზე, თან ვიღებდი ინდივიდუალურ შეკვეთებს. 

მე თვითონ მოვიგონე ეს დრო, გარეთ იყო უბედურება და მე ჩემი რეალობა მოვიგონე, რომლის შესრულებაც დავიწყე. ამ შიმშილის და უბედურების დროს, ხალხს უნდოდა მოდა. 

ძალიან დისციპლინებული ადამიანი ვარ, არასოდეს არ ვაგვიანებ, მაქვს ჩემი გრაფიკი და ყოველი დღის დილას 15 წუთი, არის ფიქრი იმაზე, რა ამოცანა მაქვს დღეს“, - ამბობს დიზაინერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მშობლები თბილისში არ წამომყვნენ და მარტო ჩამოვედი, ვიყავი ქირით, გარეთ კი ომი და უშუქობა იყო...“ - ავთანდილ ცქვიტინიძე განვლილ რთულ გზას იხსენებს

⭕„ცხოვრება, რომლისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

⭕„ბედნიერები იყავით“- აჩიკო ბერიძემ და მისმა რჩეულმა ჯვარი დაიწერეს