Digest Logo

„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი

1618821720
გურამ საღარაძე

„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე“....

ალბათ, გურამ საღარაძის ხმა ჩაგესმათ... ამ ლექსს მასავით გენიალურად ვერავინ კითხულობს... სახალხო არტისტი ლექსების კითხვით კიდევ უფრო შეიყვარა მსმენელმა.

მის მიერ წაკითხული ლექსები კი, თურმე ერთადერთ ქალს, ცხოვრების სიყვარულს, ტანია ბუხბინდერს ეძღვნებოდა.

დიახ, ის ლექსი ხომ გახსოვთ, გურამი რომ კითხულობდა, „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“...  მის მიერ წაკითხული ეს ლექსიც ძვირფას მეუღლეს ეძღვნებოდა...

ბიოგრაფია

გურამ საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს თბილისში, მსახიობ გიორგი საღარაძის ოჯახში დაიბადა. მამა რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ. შვილი პიონერთა სასახლეში დრამწრეზე დაჰყავდათ.

მომავალმა მსახიობმა პირველად გიორგი ლეონიძის ლექსი – „არ დაიდარდო, დედაო“ წაიკითხა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

დედა უცხო ენების სპეციალისტი იყო და ცდილობდა, შვილისთვის ფრანგული ენა შეესწავლებინა, თუმცა ის ჯიუტობდა.

დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. მას შემდეგ, რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი და დღემდე თეატრალურ უნივერსიტეტში მეტყველების ხელოვნების სპეციალისტი იყო.

გურამ საღარაძის ბავშვობა ურთულეს ისტორიულ ქარტეხილებს დაემთხვა. ჯერ ავბედითი 37 წელი, ქვეყანაში გამეფებული აუტანელი გაუტანლობა, შემდეგ ომი, გაჭირვება, ურთიერთგატანა… და ორი ნათელი წერტილი „მამის სამსახური” – თეატრი და პიონერთა სასახლე... დღესაც უკვირს იმ გამბედაობის, მაშინ სცენაზე რომ გამოჰყავდა და ლექსს აკითხებდა… ლექსები ერთ თავგადასავალშიც (უფრო შარში) გახვევს ჭაბუკ გურამ საღარაძეს. მის ძმაკაცს გოგო შეუყვარდება. მორიდებულია და თქმას ვერ გაუბედავს. დახმარებას „ტარაკანას” სთხოვს (ასე ეძახდნენ გურამ საღარაძეს ბავშვობაში. რამაზ ჩხიკვაძე „ჩინელსაც” ეძახდა თვალის ჭრილის გამო). გურამიც მის მაგივრად შეეცდება სიყვარულის ახსნას. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, სეირნობიასას შეაპარებს სათქმელს, ლექსებსაც წაუკითხავს, მაგრამ იმ გოგოს გურამი შეუყვარდება თავდავიწყებით…

სიყვარული

სიყვარული დიდ სტიმულს მაძლევდა და არაერთხელ ვყოფილვარ გატაცებული. ამ დროს მხოლოდ ის იცი, რომ ძალიან გინდა მასთან ყოფნა.

აფორიაქებული ხარ და დაიძინებ თუ გაიღვიძებ, სულ მასზე ფიქრობ. ქუჩაში ხეტიალი, სეირნობა, ღამეების თევა, სიყვარულის ახსნა, ეს ყველაფერი ხომ მეც გამივლია? ინსტიტუტში მქონდა დიდი გატაცება, მაგრამ გავიდა პერიოდი და სხვამ გამიტაცა.

რა თქმა უნდა, ყველა ჩემი ურთიერთობა სიყვარული არ იყო. შეიძლება, ეს იყო ვნება, თუ გნებავთ ამას სექსი დაარქვით.

სექსი გადასარევი რამაა, ოღონდ უნდა იცოდე, რომ ამით არ განისაზღვრება ადამიანი.

ყოფილა შემთხვევები, როცა ქალს აქეთ ვუყვარდებოდი სიგიჟემდე, ზოგი მიმწოლიც იყო, მაგრამ საპასუხოდ არაფერს ვაკეთებდი, თუ არ მომწონდა და არ მინდოდა. ყველაფერი თავისთავად ხდებოდა, ნელ-ნელა ვშორდებოდით ერთმანეთს.

ხომ ამდენი გატაცება და დაშორება მქონია ცხოვრებაში, მაგრამ არავის დავშორებივარ ისე, რომ შევძულებოდი.

ასეთი ბუნების კაცი ვარ. ჩხუბი არ მიყვარდა. ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი. რომეოსა და ჯულიეტას მსგავსი სცენები არასდროს მომიწყვია, მაგრამ მახსოვს, ღამით ფანჯარას კენჭებს როგორ ვესროდი და ამით ვაგებინებდი, ჩემს გულის სწორს, აქ ვარ-მეთქი, მერე კი ჩუმად ვიპარებოდი მის სახლში.

პირველი მეუღლე

გურამ საღარაძის პირველი მეუღლე ირინა ქებაძეა, რომელიც ბუბა კიკაბიძის მეუღლე გახდა. გურამს სწორედ მისგან ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, მარინა საღარაძე.

ერთადერთი ქალიშვილი

გურამს ერთადერთი ქალიშვილი, მარინა პირველ ქორწინებაში შეეძინა.

„ჩემს ცხოვრებას ვყოფ ორ ეტაპად – მამასთან ერთად და მის გარეშე. მისი გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წლები დამჭირდა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.

 

როცა ადამიანი ჩაწოლილია და ყოველ წუთს ელოდები სიკვდილს, ეს სხვაა, მაგრამ მამა ზუსტად 10 წუთში დავკარგე. კი, ავადაც იყო, დიაბეტიც ჰქონდა, გულიც აწუხებდა, მაგრამ თავს სერიოზულად უფრთხილდებოდა.

2013 წელი ჩემს ცხოვრებაში არის დიდი უბედურება. 17 იანვარს მოხდა ეს საშინელება და ერთ კვირაში თეატრიდან გამომიშვეს.

შოკიდან ძალიან ნელა გამოვდივარ. სულ ვფიქრობ, იმ ერთ კვირაში რა მოხდა ამისთანა ან ცაში, ან მიწაზე, რომ მამის წასვლა ამ ქვეყნიდან და თეატრიდან ჩემი გაშვება ერთდროულად დამატყდა თავს. ამით წერტილი დაესვა უზარმაზარ, ლამაზ, თბილ და მნიშვნელოვან ეტაპს.

მეორე მეუღლე, ტანია ბუხბინდერი

ტანია ეროვნებით გერმანელი, მაგრამ თბილისელი გოგო იყო. მამამისი ნოვოსიბირსკში ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ.

აქ რომ ჩამოვიდა, უკვე სახელგანთქმული დირიჟორი იყო და ჩვენთან, ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორად დანიშნეს.

ტანია პროფესიით რეჟისორი იყო. თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, თავისი ჯგუფი ჰყავდა. ერთხელ ოპერაში სპექტაკლის სანახავად ვიყავი.

ტანია დავინახე და ძალიან მომეწონა. მანაც მომაქცია ყურადღება, ერთი-ორჯერ სუფრასთანაც შევხვდით, საერთო მეგობრებიც აღმოგვაჩნდა და ბოლოს, ჩემი უახლოესი ადამიანი გახდა.

ადამიანი ანალიზს არ უკეთებ – რატომ მოგწონს. რაღაცას, ისეთს პოულობ იმ ადამიანში, რაც შენთვის მისაღები და ძვირფასი ხდება. დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დავაკანონეთ.

ამას ჩემთვის მაინცდამაინც არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი ხომ ისაა, რომ გიყვარს. ძალიან მეგობრული ქალი იყო. ჩვენთან ბევრი მეგობარი, ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. ვეტყოდი – ნამეტანს ნუ იზამ-მეთქი.

 

ბევრი სტუდენტი გავზარდეთ, დავაქორწინეთ კიდეც, ზოგის მეჯვარეებიც გავხდით და ისინი დღემდე ჩემი ახლობლები არიან.

მე და ტანიამ ერთად თითქმის 25 წელი ვიცხოვრეთ. ჩემი მეგობრები მასზე შეყვარებულები იყვნენ. ხანდახან არც მეკითხებოდნენ, ისე მოდიოდნენ ჩემთან სახლში. ტანიას შესჩიოდნენ – პურმარილი გვინდა და გურამი წუწუნებსო.

რას ეკითხებით გურამს, საჭმელიც მაქვს და სასმელიც, საღამოს გელოდებითო – ეუბნებოდა. მოვიდოდი შინ და ძმაკაცებს დამახვედრებდა. ჩხუბიც გვქონდა ხოლმე და კამათიც. სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია. ხან ის იტყოდა ისეთ რაღაცას, რაშიც არ ვეთანხმებოდი ხან – მე.

სპექტაკლს რომ ნახავდა, მერე მაკრიტიკებდა. რომ დავფიქრდებოდი, სწორს ამბობდა. ძალიან ნაკითხი, ნიჭიერი, აქტიური იყო. ბევრ საკითხში კარგად ერკვეოდა.

გატაცებული გახლდათ ხელოვნებით, უყვარდა ძველებური ნივთები, სიამოვნებით აგროვებდა ძველებურ ჭურჭელს. ძალიან უყვარდა, როცა ვკითხულობდი.

ერთი პერიოდი ტანია მოსკოვში იყო და მე – აქ. დამირეკავდა და მთხოვდა, რამე ლექსი წამიკითხეო. წავიკითხავდი ერთს, მეორეს… შეწუხებული ვყავდი.

ერთხელაც, ავდექი და მაგნიტოფონზე ჩავწერე ლექსები. რომ დამირეკავდა და მთხოვდა, რამე წამიკითხეო, მე ვეუბნებოდი – ახლავე, ჩემო სიცოცხლე-მეთქი და მაგნიტოფონს ვრთავდი. ძალიან ეჭვიანი იყო.

სხვათა შორის, პირველად და გულწრფელად გეუბნებით, ამის საბაბი ჰქონდა. შეურაცხმყოფელს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ იმ ობიექტისკენ „გაისეირნებდა” ვისზეც ეჭვიანობდა.

კი არ მებუტებოდა, უბრალოდ „იმაზე” ბრაზობდა – იმას დედას ვუტირებო. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

მამაკაცის ეჭვები ცოტა სხვანაირია და ხშირ შემთხვევაში, კაცის ღალატი ღალატი არც არის. რას იზამ, ადამიანი ვარ, თვალებს ვერ დავიბრმავებ. როგორც უკვე აღვნიშნე, იყო შემთხვევები, როცა ჩემით იყვნენ გატაცებულნი. მეც მომწონდა და წავიეშმაკებდი, მაგრამ სიყვარულით მაინც ერთი მიყვარდა.

ეჭვიანობა

მეც ვეჭვიანობდი, იმიტომ რომ, სადაც გამოჩნდებოდა, არ შეიძლებოდა ყურადღების ცენტრში არ ყოფილიყო.

ლამაზი არა, მაგრამ თვალშისაცემი, მიმზიდველი ქალი იყო. ხანდახან ვაბრაზებდი, მაიმუნს ჰგავხარ-მეთქი...
სახლში გვიან დავბრუნდი.

მოფერებით „ზაიჩიკს“ მეძახდა. თუ სადმე, საზოგადოებაში ვიყავით და მოფერებას დამიწყებდა, შევუბღვერდი, თუმცა, გულის სიღრმეში მიხაროდა, ასე რომ ვუყვარდი.”

ტრაგედია

იმ დღეს სახლში გვიან დავბრუნდი. 12:00 საათზე ავტოსადგომზე მანქანა დავაყენე, ზემოთ ავიხედე. ჩვენი საძინებლის ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა და ტელევიზორის ხმა ისმოდა. კარზეც ვაკაკუნე, ზარიც დავრეკე, მაგრამ ხმა არავინ გამცა.

აფორიაქებულმა კარზე ფეხებით დავიწყე ბრახუნი. ამ ხმაზე მეზობლები გამოცვივდნენ. ფანჯარა ღია იყო და ბიჭები გადაძვრნენ, კარი გამიღეს. შევედი.

ორი ძაღლი მყავს. ვხედავ, ძაღლები საწოლზე სხედან და საწოლიდან გადმოვარდნილ ტანიას უყურებენ. მაღალი წნევა აწუხებდა. წეროვანში აგარაკი მაქვს და იქ იყო წასული. ინსტიტუტიდან დაურეკეს ორშაბათს ლექციები გაქვსო. კვირას საღამოს ჩამოვიდა, მე მეგობრებში ვიყავი. აგარაკი მაღლობზეა და როგორც სჩანს, არ შეიძლებოდა მისთვის იქ წასვლა. რამდენჯერ შუაღამისას გამომიძახებია სასწრაფო. ერთხელ არ დაველოდე და საავადმყოფოში თვითონ წავიყვანე.

გარდაცვალება

2013 წელი, 17 იანვარი სამუდამოდ გაჩერდა არტისტის გული....

გურამი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ქვეყნიდან ჩუმად და უეცრად წავიდა...

როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, გურამი საბედისწერო დღეს რეზო მირცხულავას დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სახლში მისვლისას კი დივანზე წამოწვა და გარდაიცვალა...

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კაცის ღალატი ღალატი არაა“ - ობლობა და „ქურდობა“, ტრისტან სარალიძის უცნობი ისტორიები

გაჭირვება, ქორწილი „დალატკული“ პერანგით და სარდაფში ცხოვრება - ოთარ მეღვინეთუხუცესის პორტრეტი

მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, უიღბლო ქორწინება და გაჩერებული გულის ცემა - ლია ელიავას პორტრეტი