ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, სოციალურ ქსელში მეუღლესთან მარიტა მელიქიშვილთან და შვილთან გალასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს.
ფოტოები გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუდიაში არის გადაღებული.
„გალას დეტექტორი“, - წერს გასვიანი.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„უკარგესი ოჯახი“,
„ბედნიერი დღეები გქონდეთ მუდამ“,
„საუკეთესოები ხართ“,
„უსაყვარლესი გალა“,
„რა კარგები ხართ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ დაოჯახებას ყველა დადებითი ემოციებით შეხვდა და საზოგადოებამ მათი წყვილი მალევე შეიყვარა.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ: