Digest Logo

გურამ ლომიძე და ივანა მელაი გაშორდნენ

1634015896
გურამ ლომიძე და ივანა მელაი

„ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ. გურამ ლომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვას, რატომ ვერ შედგა მისი პირადი ცხოვრება.

გურამ ლომიძე:

ივანასთან მიმართებაში ყველაფერი კარგად და ლამაზად აეწყო. ულამაზესი ელიზაბეტი გვყავს, ბევრი კარგი და ლამაზი დრო გავატარეთ ერთად, არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენს ურთიერთობაშიც ბევრმა უთანხმოებამ და ხასიათის ჭიდილმა თავისი შედეგი გამოიღო. ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი…

ცნობისთვის გურამ ლომიძეს და ივანა მელაის რამდენიმეწლიანი ქორწინება აკავშირებდა. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. გურამს წინა ორი ქორწინებიდან ასევე ჰყავს შვილები. მისი პირველი მეუღლე ხატია შამუგია გახლდათ, მეორე კი ამერიკელი ქალბატონი, რომელთანაც შვიდი წელი აკავშირებდა ქორწინება… მესამედ კი ივანა მელაიზე დაქორწინდა, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულებულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოიმატებს კონფლიქტები და დაძაბულობა, რთულდება ურთიერთობები“- ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„დღეს დიდად მნიშვნელოვანი დღეა...“ - როგორ გვირჩევს ამ კვირის გატარებას მიხეილ ცაგარელი

🔵„ბიჭებო, ჭიქაში რამდენჯერ გაქვთ ჩაფსმული ნარკოტესტზე ნულოვანი ტოლერანტობის დროს“ - იუნა შაფათავა