
წელს „ევროვიზიის“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსი მაისის თვეში შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში, ტარდება. საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში 15 მაისს მიიღებს მონაწილეობას.
ამ კონკურსში ჩვენი ქვეყნიდან მონაწილეობას მიიღებს 22 წლის მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც აქტიურად ემზადება, უნდა მთელი თავისი ნიჭი, ენერგია და რესურსი გამოიყენოს, რომ თავისი ქვეყანა ულამაზესი სიმღერით ასახელოს. მარიამი 14 წლის იყო, როცა პირველად გამოვიდა დიდ სცენაზე. ის სწორედ „X ფაქტორის“ კონკურსიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მარიამი კონსერვატორიის სტუდენტია, სწავლობს „მუსიკისა და დღევანდელობის“ ფაკულტეტზე.
მარიამი ჟურნალ თბილისელებთან პასუხობს კითხვაზე - რამდენად იღბლიანი და ბედნიერი ხარ და ყველაზე მეტად რაში გიმართლებს?
„ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, გამიმართლა ჩემს ოჯახში, მეგობრებში, ასე ერთგულად რომ მიდგანან გვერდით. ისინი ჩემი ცხოვრების მთავარი სტიმულიები არიან და ჩემს წარმატებებშიც დიდი წვლილი მიუძღვით. იღბლიანი კი ვარ, მაგრამ ადვილად ჩემთან წარმატება არ მოდის, ამისთვის ბევრს ვშრომობ.
ძალიან მაქსიმალისტი ვარ და ეს მომწონს ჩემს ხასიათში. ადრე ძალიან ემოციური ვიყავი, გულთან ახლოს მიმქონდა ყველაფერი, ბევრი ვიმუშვე საკუთარ თავზე და ეს ყველაფერი ეტაპობრივად შევცვალე ჩემს ხასიათში. კიდევ ვამბობ, იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებასთან ერთად, თუ ადამიანს შრომა არ გიყვარს, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ. მხოლოდ იღბლის წყალობით, შრომის გარეშე, არაფერი მოდის. იღბალს ადამიანმა შრომაც უნდა მიაშველო“, - ამბობს მარიამ შენგელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
🎥 „დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - ნახეთ, როგორ ერთობა ბუდუ ზივზივაძე შვილთან ერთად