Digest Logo

🎥 „იმ კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, კიბო დამმართა“ - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია?

1795007275
ნინი ქარსელაძე

„აჭარის“ ტელევიზიის ეთერში ხათუნა ჟორდანიამ ბულინგის შესახებ ისაუბრა და საკუთარ უფროს ქალიშვილს ნინი ქარსელაძეს მიმართ არსებულ ბულინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც მისი შვილის მიმართ იყო, კიბო დამართა.

„გაბრაზებულზე მაქვს ხოლმე სურვილი, რომ დიდი სტატუსი მივუძღვნა და თუ მათ არ რცხვენიათ მათი ქმრები, ძმები და ოჯახის წევრები შევარცხვინო, იმით რასაც ეს დედაკაცები აკეთებენ. 

სადღაც დაიდო ჩემი ფოტო და ეწერათ: „რით არ ჩაძაღლდა ეს ქალი.“ ამ დროს კი მე გავდიოდი ყველაზე მძიმე ეტაპს მთელ ცხოვრებაში - ქიმიოთერაპიებს ვიკეთებდი. 

ისე მტკივა ეს კომენტარები, გული მეწვის. არა იმიტომ, რომ მე დედა ვარ და სუბიექტური ვარ, ამ შემთხვევაში, კომენტარი მის მიმართ არის უსამართლო. ერთ-ერთი ფაქტორი ნინის მიმართ აგრესიის პოლიტიკურია, ამის გულისთვის შეუძლიათ ყელი გამოჭრან, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. 

იმ კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო დამმართა კიბო, ისე ვნერვიულობდი ენა ვერ გაიმეორებს იმას, რასაც ჩემს შვილს უშვებოდნენ“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია. 

ნახეთ, ვიდეო: 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 2026 წლის ბოლომდე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები და ცვლილებები ელოდება

⭕ „ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი

✕