Digest Logo

🎥 „იმ პერიოდში, მეც და მასაც შეყვარებული გვყავდა“ - ნუცა ბუზალაძე ცხოვრების მთავარი სიყვარულის ისტორიაზე

1771406599
ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჯერად აშშ-ში მოღვაწეობს, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს მისი გამოჩენა. 

მომღერალი ამჯერად გია ბაღაშვილთან გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც თავის საქმრო, დარენ პრინცის გაცნობის ისტორიაზე ისაუბრა.  

„გამოთქმა „სადაც არის ბედი შენ, იქ მიგიყვან ფეხი შენიო“ ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. 

პირადზე ორიენტირებული არასოდეს ვყოფილვარ, მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის კარგი ადამიანები ჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში ჩემი ძებნის გარეშე. 

საბოლოოდ კი ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც ძალიან შემიყვარდა, სწორედ American Idol-ზე აღმოვაჩინე.

თვითონ მომწერა აგენტმა და მეც ამ პროექტიდან მინდოდა მყოლოდა აგენტი, პროექტის დასრულების შემდეგ ლაივებზეც დამყვებოდა. 

ჩვენ როგორც ადამიანები ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, ასევე ერთმანეთის გული მოგვეწონა და ბევრ რაღაცაში გვქონდა საერთო თვისება, განსაკუთრებით ხასიათში. 

იმ პერიოდში, მეც შეყვარებული მყავდა, მასაც შეყვარებული ჰყავდა. იგი იყო ადამიანი, ვისთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ არასდროს მიფიქრია მასზე სხვანაირად, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

თებერვალში საბოლოოდ გადავედი აშშ-ში, მისი დიდი სურვილი იყო მე იქ დავრჩენილიყავი. როცა იქ გადავედი უკვე ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და ძალიან შემიყვარდა, როგორც კაცი.

აპრილიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ივნისში ხელი მთხოვა“, - ჰყვება ნუცა ბუზალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დროა, დასახოთ გრანდიოზული გეგმები, მთელი სამყარო თქვენს ფეხებთანაა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თამუნა იოსელიანისგან

⭕„როცა უფალს დროს უთმობ შენი ცხოვრებაც იცვლება: 90-ე ფსალმუნის ძალა და მნიშვნელობა“ - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი