ქართული შოუბიზნესი წარმომადგენელი რატი დურგლიშვილი 5 აპრილს, იუბილარი იყო - იგი 44 წლის გახდა. მუსიკოსმა დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა და უამრავი მილოცვა მიიღო.
იგი სოციალურ ქსელში სამადლობელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის მილოცვისთვის.
„გაირბინა კიდევ ერთმა წელმა და მიუკაკუნა 44-ს.
წარმოუდგენელი სისწრაფით გარბის წლები, განსაკუთრებით 30-ის მერე. ამიტომ უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის დრო. დრო, რომელიც არაფერში არ გვყოფნის. სწორედ ამიტომ პირველი, რასაც მადლიერებით ვიხსენიებ, არის ადამიანების მხრიდან დათმობილი დრო.
უსაზღვრო მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ ყურადღებისთვის. თუნდაც როდესაც მისალოც მესიჯს წერ, ფიქრობ ადამიანს როგორ ასიამოვნო
არადა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორედ ეს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული, თანადგომა. მე უბრალოდ მდიდარი ვარ თქვენით ჩემო საყვარელო, ლამაზო ადამიანებო.
მადლობა ყურადღებისთვის და მოლოცვისთვის. იმისათვის რომ სხვისი სიცოცხლე გიყვარდეს, არ არის აუცილებელი იცნობდე ან მეგობრობდე. უბრალოდ მიყვარს ყველას სიცოცხლე. ბედნიერებას გისურვებთ ადამიანებო!❤️❤️❤️❤️
უღრმესი მადლობა უნიკალურ მუსიკოსებს, უღრმესი მადლობა ჩემს უძვირფასეს ოჯახს.🙏❤️
და უღრმესი მადლობა ყველა სტუმარს დაფასებისთვის“, - წერს რატი დურგლიშვილი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ - რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო?
⭕„გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია“: ვინ არის მარიამ შუკაკიძის ახალი სიყვარული? – სკანდალური დაშორების შემდეგ მის მოდელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა