
ცნობილი ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი დაშორდნენ.
ინფორმაციას ახალი ამბების ვებგვერდი „ამბები.ჯი“ ავრცელებს.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი დიდი ხანია რაც ერთად აღარ არიან. ელენეს წაშლილი აქვს სოციალური ქსელიდან ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები.
ვარსკვლავურმა წყვილმა 2018 წელს ოფიციალურად ნიუ-იორკში იქორწინა. საქორწილო წვეულებაზე წყვილის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ირაკლი კვირიკაძე საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეზო გიგინეიშვილის „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლი ითამაშა.
ამასთან იგი, ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ სერიალში „ცვალებადი ნიშნები“ გადაიღეს. კვირიკაძე ქართველი თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობლად იქცა.
2023 წლის მაისში ირაკლი კვირიკაძე მეუღლესთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს უყვებოდა:
„ღვინის კეთებამ გამიტაცა. ბოლო პერიოდში კორნელის უნივერსიტეტში ღვინის კურსები გავიარე. ახლა მინდა, ნელ-ნელა პრაქტიკაზე გადავიდე და ეს საქმე მსახიობობის პარალელურად ვაკეთო. ელენე, ჩემი მეუღლე ძალიან პრაგმატული და ჭკვიანი გოგოა, მასაც აგრონომიის მიმართულება აინტერესებს. ამერიკაში ფერმაში იყო წასული და კურსები გაიარა. იდეა გვაქვს, აგრონომიის მიმართულებით მომავალში ერთად ვიმუშაოთ“,- აცხადებდა კვირიკაძე.
ელენემ სამოდელო ინდუსტრიაში თავი გამორჩეული ვიზუალითა და მონაცემებით დაიმკვიდრა.
„პირველად ჟურნალ Le Figaro - ში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა ქასთინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი იყო, „Vogue”, „Elle“, – ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ფოტოსესიების, მოდის ჩვენებებისა და სხვადასხვა წარმატებულ ბრენდთან თანამშრომლობის პარალელურად, ბედი კინოინდუსტრიაშიც სცადა. ნიუ-იორკში გამგზავრების შემდეგ სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა და ბავშვობის ოცნების ახდენა დაიწყო. პირველივე პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სამსახიობო დებიუტი ფილმ Now Is Everything-ში შედგა, სადაც ელენე ენტონი ჰოპკინსის, მადელინ ბრევერის, კამილა ლოუსა და ჯულიეტ ლაბელის გვერდით თამაშობდა. ამჟამად ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორისა და ოპერატორის ფედონ პაპამიხაელის ახალ ნამუშევარში Light Falls-ში იღებს მონაწილეობას და მეტიც, მთავარ როლსაც ასრულებს. სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილზე გვიყვება, რომელიც ერთ-ერთ ბერძნულ კუნძულზე დასასვენებლად ჩადის. ისინი მიტოვებულ სასტუმროს პოულობენ – განსხვავებული სამყაროების აღმოჩენა კი ახალგაზრდებს ძალადობისა და შურისძიების უწყვეტ ჯაჭვში ითრევს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: