პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.
წელს პირველ კლასში წავიდა წყვილის უფროსი ქალიშვილი ანნა, რომელიც „იმედის დღეში“ მამასთან ერთად იმყოფებოდა.
„ჯანეტი განსაკუთრებული დედაა, იგი აქტიურად არის ბავშვების აღზრდაში ჩართული და დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვებს.
გუშინდელი დღესავით მახსოვს ანნას დაბადება და ისე მალე მოვიდა ეს დღე, როცა ანნა სკოლაში წავიდა და პირველი კლასის მოსწავლე გახდა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით მოხდა ეს ყველაფერი.
ბავშვებს ჩემი რიდი აქვთ, ბავშვებთან დიალოგი მაქვს ისეთი, როგორიც დიდ ზრდასრულ ადამიანთან, ასე უფრო უკეთესია აღქმადობა ბავშვისთვისაც“, - ამბობს ნოე სულაბერიძე.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობებში წინა პლანზე წამოიწევს ერთგულება და ზრუნვა - 18 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი