Digest Logo

„ისეთ დროს შევხვდით, როცა უკვე იცი, რა გინდა“ - თინათინ წულაძე და ბუბა ჭოღოშვილი წარსულ ურთიერთობებზე

1778227064
თინათინი და ბუბა

ქორეოგრაფი თინათინ წულაძე და მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი საზოგადოებას თავიანთი ურთიერთობის დაწყების საინტერესო დეტალებს პოდკასტში „ჩვენ“ უზიარებენ.

წყვილის ინფორმაციით, ისინი უკვე 5 თვეა, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში არიან. 

ტელეწამყვანის კითხვაზე: რა იყო ის, რის გამოც არ აეწყო წინა ურთიერთობები, წყვილმა ასე უპასუხა:

ბუბა ჭოღოშვილი: „რაღაც იყო და დამთავრდა. ახალია და ახლიდან იწყება ყველაფერი. გამოცდილებას კი აგროვებ, მაგრამ ვერასოდეს ვერ ისწავლი მაინც იმას, რაც ახალ ადამიანთან იქნება, ყველაფერი ინდივიდუალურია“. 

თინათინ წულაძე: „ორივე ისეთ ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს და ისეთ დროს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომ ორივემ გავიარეთ მარტო ყოფნის და საკუთარ თავთან დალაგების პერიოდი. ისეთ დროს შევხვდით ერთმანეთს, რომ თითქოს, უკვე იცი რა გინდა. მე ბევრი გამოცდილებიდან რაც მივიღე, მერე დავლაგდი, მარტო ვიყავი, დავმშვიდდი და შემდეგ გაჩნდა ბუბა“.

ცნობისთვის, თინათინ წულაძე ქორწინებაში უკვე იმყოფებოდა გიორგი კოტეტიშვილთან. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ. მოგვიანებით კი, მათი ოჯახი სამწუხაროდ, დაინგრა.

რაც შეეხება ბუბა ჭოღოშვილს, იგი ქორწინებაში იმყოფებოდა მომღერალ ნანკა გვარიშვილთან, რომელთა ურთიერთობაც გასულ წელს, მოულოდნელად დასრულდა. დაშორების მიზეზი ყვითელი მედიისთვის, დღემდე უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გეგმაში მქონდა, სხვისთვის გამეცნო“ - როგორ გაიცნო თინათინ წულაძემ და ბუბა ჭოღოშვილმა ერთმანეთი? წყვილი პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა

⭕„ჩემო სიცოცხლე“: მსახიობი ნანკა გვარი დაინიშნა, ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული

⭕„აიღეთ ვარდისფერი ლენტი და ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც გათავისუფლებას და სიყვარულს უკავშირდება...“ - ვენერას რიტუალი, რომელიც 8 მაისს უნდა ჩაატაროთ