Digest Logo

„ჯადოს გავლენის ქვეშ ვიყავი - ცოლის კალთაში ჩავდე თავი და სხვა გოგოზე ვტიროდი…“ - გიორგი ყიფშიძე

1656359518
გიორგი ყიფშიძე

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „ია ფარულავას ფარულ კონვერტში“ მის ცხოვრებაში ჯადოს გავლენით დაწყებულ რომანზე  ისაუბრა. ყიფშიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ბოროტი ძალების გავლენით დაინგრა მისი ოჯახი. ამასთან მსახიობი მაშინდელ საქციელს არაკაცურს უწოდებს და ძალიან ნანობს.

„ქალი გამოჩნდა, რომელიც რომანივით გამეჩითა ცოლის პერიოდში. დავინახე თუ არა, ეგრევე მიმიზიდა. ძალიან მაგარი გოგო იყო. იმდენად ავიჭერი, რომ არასწორი საქციელები ჩავიდინე. მაგალითად, ჩემი ცოლის კალთაში ჩავდე თავი და ვტიროდი მის რაღაცაზე. ეს ცოლისთვის იმდენად შეურაცხმყოფელი იყო…

როგორ შემეშალა, ახლაც ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ძალიან ცუდი რამ გავაკეთე. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველაფრისთვის, რაც ვაწყენინე. ეს არაკაცური საქციელი იყო. ვტიროდი, გოგომ როგორ მიმატოვა და როგორ ვიჩხუბეთ. ეს ფაქტი გავშალე. გესმით, რა არასწორი რაღაც გავაკეთე? ანამ ტირილი დაიწყო და გავარდა...

ჯადოს გავლენის ქვეშ ვიყავი, არავის რჩევა მესმოდა. პალტოს კუთხეში იპოვეს ჯადო. იყო ფოტო, ზეთოვანი, ქონივით რაღაც ჰქონდა წასმული და ფოტო ამისგან წაშლილი იყო, შიგ იდო თმა და მოჭრილი ფრჩხილები, ყველაფერი კი ძაფით იყო შეხვეული. პალტოს მეორე კუთხეში იგივენაირი რაღაც მე ვიპოვე, უნიტაზში ჩააგდო დედაჩემმა. ამ ჯადოს გადაგდების შემდეგ თითქოს იმ წამსვე თვალი ამეხილა, იმ გოგოსთან ისტორია მორჩა. რაც შეეხება ანის, მან ვეღარ მაპატია...“, – გაიხსენა გიორგი ყიფშიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს მაღალია ჭორების, ინტრიგების, დაცინვის და დამცირების ალბათობა“... - მიხეილ ცაგარელი

🔵რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg

🔵„ამ დღეს სატანურს უწოდებენ“ - ცაგარელი გაფრთხილებთ როდის გამოიჩინოთ სიფრთხილე