Digest Logo

ჯენიფერ ლოპესი იუბილარია - 55 წლის ვარსკვლავის დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრებს შორის ბენ აფლეკი არ იყო

1721894195
ჯენიფერ ლოპესი

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი ჯენიფერ ლი ლოპესი იგივე ჯეილო იუბილარია - იგი, 24 ივლისს 55 წლის გახდა.

ვარსკვლავის დაბადების დღის წვეულებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებს შორის ბენ აფლეკი არ იყო.

ლოპესსა და აფლეკს მათი განქორწინების შესახებ მოარულ ხმებზე კვლავ არ სურთ საჯაროდ საუბარი. ბოლო 1 თვის განმავლობაში წყვილი იშვიათად ჩნდება ერთად, თავს არიდებს პრესასთან საუბარს და ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ პაპარაცებმა ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭდის გარეშე უკვე არაერთხელ შენიშნეს. 

ამჯერად ლოპესი სოციალურ ქსელში სამადლობელ წერილს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან მადლობას უხდის.

„მთელი მსოფლიოდან ვნახე მილოცვები, წერილები და ვიდეოები. ვიცინე, ცრემლებიც ვღვარე და „თაიმს სქვერში“ ბილბორდი რომ დავინახე, სრულიად გაოგნებული დავრჩი.

მე ნამდვილად მყავს მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე საოცარი გულშემატკივრები.

ვერასდროს გამოვხატავ, რამდენად აღელვებული ვარ ან როგორ საოცრად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ყველა თქვენგანი ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ.

ძალიან დიდი მადლობა.

ჩემი ოჯახის და მეგობრების გარდა, თქვენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავით რთულ და კარგ პერიოდში. 

მადლობა, მადლობა, მადლობა...

თქვენი ჯენიფერი“,- წერს ჯენიფერ ლოპესი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕28 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - ამინდის პროგნოზი

⭕25 ივლისი ლეგენდარული ინოლა გურგულიას დაბადების დღეა