მომღერალი შორენა იმნაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც მან მისი წარმატების შესახებ ისაუბრა.
„მე არ ვარ პროფესიონალი მომღერალი, მაგრამ 10 პროფესიონალ მომღერალს, რომ ექნება აპლოდისმენტები, 30 მაქვს მე, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიაწვდი მსმენელს მუსიკას. მე ბევრ ქვეყანაში დავდივარ და ემიგრანტები ისეთი სიყვარულით მიყურებენ და მისმენენ ჯენიფერ ლოპესი მგონია ხოლმე თავი“, - ამბობს მომღერალი.
შორენა იმნაძემ გადაცემაში ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ამ ეტაპზე ახალი სიმღერის დაწერა არ იგეგმება, ზოგადად ძველი სიმღერები არის ახლა მოდაში, მას გავასვეწკებთ და ეს არის ძალიან კარგი და მოგებიანი“, - ამბობს იგი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა არის ახალი?...“ - ნინი ბრეგვაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს