Digest Logo

კახა კალაძე იუბილარია - დედაქალაქის მერი 47 წლის გახდა, ოჯახი და წარმატებული კარიერა

1740639043
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იუბილარია. მას 47 წელი შეუსრულდა.

იგი 1978 წლის 27 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა.

კახა კალაძის მეუღლე, წარმატებული დიზაინერი ანუკი არეშიძეა. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.

ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს.

კახა კალაძის ოჯახი

ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:

„მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“, - ამბობდა ანუკი ერთ-ერთ ინტერვიუში.


ანუკი არეშიძემ საკუთარ ვლოგში კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე:

„კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება...  ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით",  - ამბობს ანუკი.

მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა... პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება...“ - იხსენებს ანუკი არეშიძე. 

კარიერა

2001 წელს კახა კალაძე გახდა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი იყო. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა.

კახა კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

მან 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

2017 წლის 10 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. კახა კალაძე დედაქალაქის მერად თბილისელებმა 2017 წლის 21 ოქტომბერს 4 წლით აირჩიეს.

იგი ამჯერად თბილისის მერის თანამდებობას მეორე ვადით იკავებს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიკეთეს ერთხელ თუ გააკეთებ, ისე გითრევს ვეღარ გაჩერდები“ - გაიცანით ადამიანები, რომლებიც თბილი სადილით უსასყიდლოდ ეხმარებიან ხალხს

🎥 ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი - საფრთხის შემცველი ნივთი, რომელიც ყველა ოჯახშია

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი საუბარი, უმჯობესია სხვებს მოუსმინოთ“ - 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის