Digest Logo

„კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და სულ ვამბობ, რომ ეს იღბალია.... თამართან საერთო, ალბათ, ემოციურობა და კატეგორიულობა მაქვს“ - თათული ედიშერაშვილი

1746790719
თათული ედიშერაშვილი

მსახიობი თათული ედიშერაშვილი  Radio Fortuna-სთან საუბრობს მის ყველაზე პოპულარულ როლზე, რომელიც სერიალ „შუა ქალაქში“ ჰქონდა.

მისი თქმით, დღემდე მას პატარა თაობაც თამარს ეძახის.

„მგონია, რომ მაყურებელი არასდროს დაიღლება "შუა ქალაქში"-ს ყურებით. დღემდე, პატარა თაობაც თამარს მეძახის. კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და სულ ვამბობ, რომ ეს იღბალია. ჩემ ადგილას ნებისმიერი სხვა შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ იღბალი არ არის, ბევრიც ვიშრომეთ და მაყურებელმაც შეგვიყვარა. აღმოჩნდა, რომ ბევრი "ღლონტი" ცხოვრობს ჩვენ გარშემო, ბევრი ასეთი ქალია, რაღაცნაირები, საყვარლები, ცნობისმოყვარეები... თამართან საერთო, ალბათ, ემოციურობა და კატეგორიულობა მაქვს“, - თქვა მსახიობმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დაიცვათ თავი ნეგატივისგან და ვაკონტროლო ესა თუ ის დაავადება? - ნუცა შანშიაშვილის რჩევები

⭕„კეკე ნაშუადღევს, ხუთის ნახევრისკენ დაიბადა... მე დავესწარი მშობიარობას“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

⭕„მინდა გაგიზიაროთ საიდუმლო! ცხოვრება ახალ ეტაპს მიმზადებს...“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი