Digest Logo

კარიერა, ოჯახი და მაყურებლის სიყვარული – აჩიკო სოლოღაშვილი იუბილარია

1794559486
 აჩიკო სოლოღაშვილი

დღეს, 13 ნოემბერს ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი იუბილარია - იგი, 46 წლის გახდა.

აჩიკო სოლოღაშვილი 1979 წლის 13 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მან სამსახიობო განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

მისი კარიერა თეატრს, კინოსა და ტელევიზიას უკავშირდება. 2006 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ფართო საზოგადოებამ ის განსაკუთრებით გაიცნო ტელეპროექტებით „სხვა შუადღე“, „საქართველოს ვარსკვლავი“ და „ნიჭიერი“. მაყურებლისთვის ასევე კარგად ნაცნობია მისი მონაწილეობა პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

2013 წელს აჩიკო სოლოღაშვილმა თეატრალური პრემია „დურუჯი“ მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“.

მსახიობი დაქორწინებულია ჟურნალისტ ნუცა ქავთარაძეზე. წყვილს ერთი ვაჟი, ალექსანდრე ჰყავს.

წყვილმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნო. როგორც არჩილი მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა პირველად თეატრის ეზოში, პრესკონფერენციის დროს დაინახა, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ დაბარებულები.  ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია.

„გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით ხორ­ვა­ტი­ა­ში. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დით, თე­ატ­რის ეზო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იყო, და­ი­ბა­რეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. მა­შინ ისე მოხ­და, რომ მაგიდასთან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით. მო­ვი­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დრო, მა­ნამ­დე ვხე­დავ­დი, რომ ვი­ღაც მა­გა­რი რუ­ჯით, გრძე­ლით თმით დარ­ბო­და. მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. მა­შინ უბ­რა­ლოდ რესპონდენტი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ნუ­ცამ ჩა­წე­რა..."

ამის შემდეგ არჩილმა „რუსთავი 2“-ში დაიწყო მუშაობა, დილის გადაცემაში. ჩათვალეს, რომ  გადაცემისთვის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი იყო საჭირო და დაამატეს კიდეც, მათ შორის იყო ნუცაც.

„ნუცა ბა­თუ­მი­დან იყო ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი, მა­ში­ნაც მა­გა­რი დამ­წვა­რი იყო და ზედ­მე­ტი რუ­ჯის­გან სა­ხე­ზე ლაქა ჰქონ­და. თა­ვის მოვ­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი მხა­რეა. იმ წუ­თას აღ­მო­მაჩ­ნდა სა­ხის ზეთი, რო­მე­ლიც ამ ლა­ქის მო­სა­შო­რებ­ლად მი­ვე­ცი ნუ­ცას... შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით და მერე უკვე მო­ვე­დით აქამ­დე, სა­დაც ახლა ვართ", - ამ­ბობდა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ვაჟი, ალექსანდრე 2021 წლის გაზაფხულზე დაიბადა. სანი მშობლებისთვის ნანატრი შვილია - მის დაბადებას ნუცა და აჩიკო 8 წლის მანძილზე ელოდნენ. სახელიც შესაბამისი შეურჩიეს - სანი - პატარა ალექსანდრემ მათი ცხოვრება მართლაც მზით გაანათა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ფინანსური წარმატების პერიოდი იწყება - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2026-2027 წლის ზამთარში ფულის მოზიდვისა და შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა ექნებათ

⭕„ლილიტის მახე“ – რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად 13 ნოემბერს და რას უნდა მოვერიდოთ?

⭕13 ნოემბერი - მისტიკური პარასკევი: რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ და ფინანსური სიუხვე მოიზიდოთ

✕