
პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში კონცერტი გამართა, ამის შესახებ იგი კადრებს სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
როგორც მის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
View this post on Instagram
ხატია ასევე სოციალურ ქსელში გვიზიარებს კონცერტის შემდეგ გადაღებულ კადრებსაც, სადაც იგი შესანიშნავ ფორმაშია, მას ვერცხლისფერი ბისერებიანი გრძელი კაბა აქვს მორგებული და ყელზე ძვირფასი ყელსაბამი უკეთია.
მის ფოტოებს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
„ხატია უნიჭიერესი და ულამაზესი ქალბატონი ბრძანდებით, ასევე საოცარი პიროვნება“,
„სილამაზე“,
„შეუდარებელი ხარ“,
„ნიჭიერი და ასეთი ლამაზი იშვიათია“,
„ბრავო“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით