Digest Logo

🎥 „კლანური სისტემაა, ვიღაცის ახლობელი უნდა იყო, რომ კონცერტში ჩაერთო“ - მაია ჯაბუა

1682365380
მაია ჯაბუა

მომღერალი მაია ჯაბუა გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად იმყოფებოდა. მუსიკოსის შეფასებით, საქართველოში კონცერტებში მომღერლები არა თავიანთი ნიჭის მიხედვით არამედ რეკომენდაციებით მონაწილეობენ. 

ჯაბუას აზრით, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი კონცერტს მიღმა რჩებიან. მომღერლი ამ ამბავს არაპროფესიონალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხსნის და აღნიშნავს, რომ „ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანი ისეთ საკითხებს წყვეტს, რომელშიც ვერ ერკვევა“.

„ბევრი წელი ტარდებოდა კონცერტები, არ ქრებოდა შუქი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მე არ ვმონაწილეობდი კონცერტებში, ეს არ არის წუწუნი, ეს არის ფაქტი და ეს ამბავი მხოლოდ მე არ მეხება ბევრი ადამიანი შემოქმედებითად მკვდარი ჩვენს ქვეყანაში. ახლაც ასეა, რატომღაც მე ვრჩები კონცერტების მიღმა, ჩემი აზრით ეს იმიტომ ხდება რომ ამ ქვეყანაში ბევრ საკითხს წყვეტენ არაპროფესიონალები, თუმცა მჯერა კანონზომიერების და ზუსტად ვიცი გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ყველაფერი დალაგდება“, - ამბობს მაია ჯაბუა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან დიდი სირცხვილია არ გესმოდეს გამწარებული დედების ხმა “ - ხატია სიჭინავა

🔵„აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინათ“ - მერაბ მეტრეველი

🔵🎥 „მერკური რეტროგრადულია, თან დაბნელებების კორიდორს გავდივართ“ - რას გვიმზადებს კოსმოსი და როგორ უნდა მოვიქცეთ უახლოეს პერიოდში