Digest Logo

„კვარა“ და მამარდას მილოცვა ილია თოფურიას - „დაბადების დღეს გილოცავ ჩემპიონო“

1768994647
ილია თოფურიას

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია დღეს, 21 იანვარს იუბილარია, იგი 29 წლის გახდა.

ჩემპიონმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. მას დაბადების დღე მიულოცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნაკრების მეკარემ გიორგი მამიდაშვილმა.

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემპიონო“, - წერს გიორგი მამარდაშვილი.

ცნობისთვის, ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

2013 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

2015 წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში.

27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.

2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!

ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა.

ილიას თოფურიას 2 შვილი ჰყავს, უფროსი ვაჟი ჰუგო და გოგონა, რომელიც ჯორჯინა უზკატეგუისგან ეყოლა. წყვილი ამჟამად ერთად არ არის, ისინი სასამართლო დავას აწარმოებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო საამაყო შვილო, შენ ხარ მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი...“ - ილია თოფურია იუბილარია

⭕„ადამიანს ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ წარმავალია და ჭეშმარიტების გააზრებას ვერ ასწრებს“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ეს არის შეფასების, დაგეგმვისა და მოთმინების დღე“ - 21 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი