Digest Logo

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია ქორწინების 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ - ფოტოები

1721748648
ირაკლი და ლიზა

ცნობილი წყვილი ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწინებიდან 2 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

„გილოცავთ 2 წლის იუბილეს, ჩემო სიყვარულო“, - წერს ირაკლი მაქაცარია.

შეგახსენებთ, რომ ლიზასა და ირაკლის ვაჟი, გიორგი ჰყავთ.

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.

2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საქართველოს ფოსტის სახელით შექმნილი ყალბი ვებ გვერდები, რომლითაც ბოროტმოქმედებს ვამდიდრებთ - რა უნდა ვიცოდეთ?

🎥 „ყველაზე ბედნიერი ეტაპი იყო ემიგრაციაში ცხოვრება...უნდა ემუშავა რამდენიმე სამსახურში, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი“ - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ დედაზე

⭕„რა არის ახალი?...“ - ნინი ბრეგვაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს