Digest Logo

🎥 „ლოცვა, რომელსაც აგზავნი უფალთან, არ იკარგება“: თამუნა ამონაშვილი დედობის შესახებ, როგორც ცხოვრების ახდენილი მთავარი ოცნება

1780382636
თამუნა ამონაშვილი

17-წლიანი ლოდინის შემდეგ შეძენილი ტყუპები და დედობა, როგორც ცხოვრების მთავარი ახდენილი ოცნება - მომღერალ თამუნა ამონაშვილს და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს სახლში „დილა მშვიდობისა საქართველოს“გადამღები გუნდი ესტუმრა. 

წყვილმა ნანატრი შვილების დაბადებით გამოწვეულ სიხარულსა და შეცვლილი ცხოვრების წესზე ისაუბრა, რაც ბოლო თვეებია, მათ ყოველდღიურობაში შემოიჭრა.

„მიწიერ ცხოვრებაში ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, საერთოდ არაფერს არ ჰგავს ეს მდგომარეობა. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. მუდამ ვგრძნობდი უფლის მხარდაჭერას და მის თანადგომას, რა სურვილსაც ვინატრებდი, თითქმის ყველა სურვილი ამისრულდა ცხოვრებაში. 

ხელიც ჩამიქნევია ამ თემაზე, ბევრ რამეს ვცდილობდი და არაფერი გამოდიოდა, მაგრამ ლოცვა, რომელსაც აგზავნი უფალთან და სამყაროსთან, ასე არ იკარგება“, - ამბობს თამუნა ამონაშვილი. 

„გაჩენის დღიდანვე სამყარო ამომიტრიალდა, საერთოდ შეცვლილია ჩემთვის ამ ქვეყანაზე ყველაფერი. იმედი არ უნდა დაკარგო და უნდა ეცადო ყველაფერს, საბოლოო ჯამში კი მიზანს აუცილებლად მიაღწევ“, - ამბობს რეზიკო არჩვაძე.

„საოცარი მამაა და ყველაფერში მეხმარება,“, - ამბობს თამუნა ამონაშვილი, მეუღლეზე. 

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სავსემთვარეობის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა ჩაატაროთ - „დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი მთავარი მიზანი“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„არ გირჩევთ სესხის და ვალის აღებას“ - 2 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი