რუსკა ქარქაშაძემ და ლაშა მოწონელიძემ ახალშობილი ქალიშვილი მონათლეს. ფოტოები სოციალურ ქსელში თავად რუსკამ გაგვიზიარა, რომელზედაც წერს:
„თინათინის ნათლობა ✨🤍 მადლობა ღმერთს , ყველაფრისთვის“, - წერს რუსკა კადრებზე.
ფოტოებმა გამომწერების თბილი კომენტარებიც დაიმსახურა:
„გამრავლდით და იბედნიერეთ“,
„ღირსეული ქრისტიანი გაიზარდოს“,
„გილოცავთ, ბედნიერები იყავით“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსკა ქარქაშაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ქართულმა აუდიტორიამ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გაიცნო, როცა სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ მთავარ, მელანოს როლს ასრულებდა.
რუსკა ქარქაშაძე ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავთ, ზუკა და თინათინი.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ შევინარჩუნოთ ენერგია სიცხეში – სასარგებლო რჩევები ზაფხულის დღეებისთვის