დიზაინერი, მოდელი და ინფლუენსერი ანუკი არეშიძე იუბილარია – იგი 37 წლის გახდა.
მას დაბადების დღეს გამორჩეულად ულოცავს მეუღლე, თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკისთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს გვიზიარებს.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე.
მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.
შენთან ერთად ყოველი დღე განსაკუთრებულია, რადგან შენ სიყვარული, სითბო და ბედნიერება შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში. გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა ოცნების ახდენას.
მიყვარხარ და გილოცავ დაბადების დღეს!“, - წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი - Anouki შექმნა, ბრენდს ევროპაში კარგად იცნობენ. დიზაინერი, ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებს და კოსმეტიკას ქმნის.
ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს, მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ: