Digest Logo

მანიკა ასათიანი 33 წლის გახდა - კადრები ტელეწამყვანის გრანდიოზული დაბადების დღიდან

1759418041
მანიკა ასათიანი

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამასთან, მანიკა ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელსაც სხვადასხვა გადაცემები მიჰყავს.

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. მისი ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამორჩეულია პროექტი „ვინ ვინ არის“,  სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.

მანიკამ 33 წლის იუბილე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ლიზა ჩიჩუა, ირაკლი მაქაცარია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვები.

როგორც კადრებიდან ჩანს წვეულებამ შესანიშნავად ჩაიარა.

ნახეთ ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანია, საკუთარ თავში საკუთარი ბედნიერება აღმოვაჩინო და სხვებსაც მივცე ამის მოტივი“ - არსენ გვენეტაძე

⭕ „გადახდილ 31 მილიონს ამართლებს“ - ესპანური მედია მიქაუტაძეზე