მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. გარდა გარეგნობისა, ის თავისი ქარიზმითა და პროფესიონალიზმითაც იქცევს ყურადღებას.
მისი ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამორჩეულია პროექტი „ვინ ვინ არის", სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.
მანიკა ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელსაც სხვადასხვა გადაცემები მიჰყავს.
მისი გამორჩეული გარეგნობა და ჩაცმის სტილი კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს - სწორედ ამიტომ დღეს „დაიჯესტი“ მის 5 გამორჩეულ ლუქს გთავაზობთ:
1. თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი
2. ჯინსის შარვალი და პერანგი, კაზაჩოკებთან ერთად
3. შავი პიჯაკი, ოქროსფერი აქსესუარებით
4. წითელი ტყავის შარვალი და პერანგი
5. სერი ფერის პიჯაკი, შარვალი და ჟილეტი მანტოსთან ერთად
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან ქარაზანიშვილის ოჯახური იდილია - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ექიმი?