Digest Logo

„მარიამი მოვიდა და თინათინის როლის შემსრულებელს ჩაეხუტა“ - ლევან ხურცია რუსთაველის თეატრში ატეხილ ხმაურსა და ცოლის მხარდაჭერაზე

1779103135
ლევან ხურცია

რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას მიერ დადგმულმა „ვეფხისტყაოსანმა“, სადაც მსახიობი ლევან ხურცია ავთანდილის როლს ასრულებს, საზოგადოებაში ნამდვილი კულტურული და სოციალური შოკი გამოიწვია.

მსახიობი საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციაზე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ საპრემიერო მზადების პერიოდში იმდენად იყო სპექტაკლის სამზადისში ჩართული, მთელი ოჯახური და საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობა სწორედ მისმა მეუღლემ აიღო საკუთარ თავზე.

როგორც ლევან ხურცია აღნიშნავს, კრიტიკოსთა უმრავლესობას, სპექტაკლი თეატრში ნანახი საერთოდ არ ჰქონდა და მსჯელობდა მხოლოდ სოციალურ ქსელში ატვირთული ეპატაჟური ფოტოებით.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი მეუღლის როლი. იმ პერიოდში, როდესაც რეპეტიციები მქონდა, ფაქტობრივად, სახლში არ ვიყავი და არც ბავშვის და არც სახლის საქმეები მე არ მეხებოდა,  ყველაფერი მან მოაგვარა.

რა ცუდი რამ გააკეთა იმ ფოტოების გავრცელებამ, რომლებსაც ხალხი აჰყვა... ყველა ადამიანი ვერ მოდის თეატრში, ის ხომ მხოლოდ იმ კონკრეტულ ფოტოს ნახულობს. მეც რომ მენახა ეს ფოტო [კონტექსტის გარეშე], შეიძლებოდა მეთქვა, ცოტა ისეთია-მეთქი, თუმცა, ელემენტარულად ვიტყოდი, რომ ხმას ვერ ამოვიღებ, რადგან არ ვიცი, რა ხდებოდა სცენაზე.

როდესაც მარიამი მოვიდა და ნახა სპექტაკლი, პირველი, რაც გააკეთა - მოვიდა, მოგვილოცა და თინათინის როლის შემსრულებელს ჩაეხუტა.

ყველაზე მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში მარიამია და როდესაც მისგან ვგრძნობ მხარდაჭერას, რაში მაინტერესებს, ვიღაც რას დაწერს და რას იტყვის?! ასევე, მაინტერესებს უნიჭიერესი რობერტ სტურუას აზრი და იმ ადამიანების, ვინც ნახა სპექტაკლი. ვინც არ ნახა, სად გამოვეკიდო და რა ვკითხო?!“, - ამბობს ლევან ხურცია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

ცნობისთვის, ინტერნეტში გავრცელდა სპექტაკლის რამდენიმე ფოტო და მოკლე ვიდეოკადრი, სადაც ასახული იყო ეროტიკული, თამამი და არატრადიციული სცენები. საზოგადოების კონსერვატიულმა ნაწილმა ეს აღიქვა, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ქართული წმინდა ტექსტის, შეურაცხყოფა და გაუფასურება. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა სცენებს, სადაც პერსონაჟები ნახევრად იმიტაციურად შიშვლები არიან ან პლასტიკით გადმოსცემენ ვნებას.

ფეისბუკმომხმარებლების ნაწილმა რობერტ სტურუა და მსახიობები მკაცრად გააკრიტიკა. იწერებოდა კომენტარები, რომ „რუსთაველის თეატრმა ქართულ კლასიკას დასცინა“ და სპექტაკლს „ვულგარული“ უწოდეს. კრიტიკოსთა უმრავლესობას, როგორც ლევან ხურცია აღნიშნავს, სპექტაკლი თეატრში ნანახი საერთოდ არ ჰქონდა და მსჯელობდა მხოლოდ სოციალურ ქსელში ატვირთული ეპატაჟური ფოტოებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხანმოკლე წვიმა ელჭექით“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🎥 „ხუთშაბათს გვაქვს გრანდიოზული დღე... იაქტიურეთ!“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕ვენერა ურთიერთობებს დაალაგებს, მზარდი მთვარე კი ახალ შესაძლებლობებს მოგვიტანს - როგორი იქნება 18-24 მაისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის