Digest Logo

„მარტო არ ვარ და მაქვს სურ­ვი­ლი, მე­ო­რედ და­ვო­ჯახ­დე...“ - ნინი ბადურაშვილი პირადზე

1770711860
- ნინი ბადურაშვილი

ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს. იგი იხსენებს, როგორ შეხვდა საზოგადოების ყურადღება მისი გათხოვებისა და განქორწინების ამბავს და აღნიშნავს, რომ ემოციური ადამიანია და აპირებს მეორედ დაოჯახებას, თუმცა საჯაროდ აღარ ისაუბრებს პირად საკითხებზე.

– თავის დროზე რატომ შეხვდა საზოგადოების უმეტესობა თქვენი გათხოვების ამბავს ასე ემოციურად?

– ვერც ეს ამოვხსენი. არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების ასევე რაღაც ნაწილმა იმაზე, თუ ვის გავყევი ცოლად, რატომ გავყევი, მერე რატომ გავშორდი… მილიონი მითქმა-მოთქმა იყო… ხომ ვამბობ, არ ვიცი, ასეთი რეზონანსს რატომ იწვევს ჩემი ცხოვრება… ამიტომ ბოლო დროს საერთოდ არაფერს ვლაპარაკობ, ჩემთვის ვარ.

ჩემზე ისიც წამიკითხავს: „ნინის ძალიან სიამოვნებს ეს ხმაურიო“. დამერწმუნეთ, არასდროს არაფერი სპეციალურად არ გამომიწვევია. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე პიარს აგებენ — ანტიპიარიც პიარია, მესმის, მუშაობს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ არის.

მოკლედ, ვერ გეტყვით, რატომ ვექცევი, სწორად აღნიშნეთ, „პერიოდულად“… შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ უდარდელი ცხოვრება მაქვს - ასე არ არის. საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, საკმაოდ გულთან მიმაქვს ყველაფერი. ძალიან ვცდილობ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. ამიტომაც მინდა, რომ ემოციების მართვა ვისწავლო.

– აპირებთ თუ არა მეორედ დაოჯახებას? გყავთ თუ არა შეყვარებული, თაყვანისმცემელი?

– კი, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, მეორედ დავოჯახდე და ისე, რომ მერე აღარ დაინგრეს ოჯახი. ვიტყვი იმას, რომ მარტო არ ვარ ნამდვილად, უბრალოდ, ამაზე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ საჯაროდ აღარ ვისაუბრო…

ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. იგი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ნინის წინა ქორწინებიდან ერთი  ქალიშვილი ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ჩნდება ქათამზე მომწვანო ფერის ლაქები და არის თუ არა ასეთი ხორცი მავნებელი? - ირაკლი არაბულის რჩევები და გაფრთხილება!

⭕„ადამიანებმა ვისაც აქვს გასტრიტი მჟავიანობა ან კუჭის წყლული ვაშლის ძმარი არ უნდა დალიოს“ - როგორ დავლიოთ სწორად ვაშლის ძმარი, რჩევები არუნ ხათრისგან!

⭕„დღევანდელი დღე გამორჩეულია, რადგან მთვარე თხის რქის ნიშანშია, ეს არის „ნიანგის“ დღე“ - 10 თებერვლის კოსმოსური ამბები

წყარო: www.ambebi.ge