ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. იგი წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა და არხის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. შემდეგ კი მან „იუთუბის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა და საკუთარი პოდკასტი - „გვანცას პოდკასტი“ გააკეთა.
მისი პოდკასტის ახალი ეპიზოდის სტუმარი ცნობილი ტელესახე, ნინუცა ორჯონიკიძე იყო, რომელმაც ასევე „იუთუბიზე“ გადაინაცვლა, თუმცა რამდენიმე წლის წინ თავადაც „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა.
როგორც ნინუცა ამბობს, როდესაც გვანცა ტელევიზიიდან წავიდა, ხალხი წერდა, თითქოს მას გვანცა დარასელიასთან კონფლიქტი ჰქონდა, რასაც ორივე მათგანი უარყოფს.
„ფოტოების ქვეშ სულ წერდნენ ხოლმე: „გვანცა, დაბრუნდი“, „სად ხარ?“... რაღაც პერიოდი მაყურებელი სულ მე მაბრალებდა შენს წასვლას, კონფლიქტი გქონდათო“, - იხსენებს ნინუცა.
„ვიღაც არასწორი ადამიანები გვაპირისპირებდნენ ერთმანეთს. ძალიან უხერხული იყო ჩემთვის ეს მომენტი, თან არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა მსგავსი არაფერი. ნინუცა, ახლა უნდა გითხრა ეს, სულ გულში მაქვს ჩადებული, ეს რომ არ გითხრა, არ შემიძლია... ვხუმრობ, არაფერი“, - აღნიშნა გვანცა დარასელიამ.
ნახეთ, ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕Kanye West-ი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს - ცოტა რამ, 22 „გრემის“ მფლობელ არტისტზე