Digest Logo

„მე ამერიკამ გადამარჩინა, გარანტირებული მაქვს კარგი სიბერე“ - ცუცა კაპანაძე

1628942499
ცუცა კაპანაძე

მსახიობი ცუცა კაპანაძე ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრში ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელია და ბევრი მოსწავლეც ჰყავს. მისი, თქმით თავის დროზე ამერიკამ და ამ ცენტრმა გადაარჩინა.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკის“ ინტერვიუდან:

-ცუცა, ხომ არ ნანობთ, მრავალი წელი სამშობლოდან შორს გაატარეთ?

- არა, რადგან მე აქ გადავრჩი. ისეთ დროს წამოვედი, როცა თეატრში 80 ლარი მქონდა ხელფასი. კარგ დროს წამოვედი და გარანტირებულიმ კარგი მომავალი, კარგი სიბერე მაქვს. შემიფარა ამ ქვეყანამ და, უკვე 8 წელია, ამერიკის მოქალაქე ვარ.

14 წელია, რაც აქ ვარ და ჩემი ქვეყნის მერე ამერიკა მიყვარს.65 წლის ასაკიდან პენსია მეკუთვნის.ავიღებ პენსიას და წავალ, სადაც მინდა, ვიცხოვრებ მშვიდად. ველოდები, 65 წლის როდის გავხდები.

- მსახიობ ხათუნა იოსელიანს, რომელიც ასევე ნიუ იორკში ცხოვრობს და ქართულ თეატრში მუშაობს, ხშირად ხვდებით?

- პარასკევი მაქვს გამოყოფილი, რომ ხათუნასთან მივიდე. ხათუნას იქ ,,ძველი ვოდევილების” დადგმა უნდა.მივალ ხოლმე და ვამხნევებთ ერთმანეთს. სხვაგვარად არ გამოვა.

აქ პირველად 2008 წლის სექტემბერში ვითამაშეთ მე და ხათუნამ სპექტაკლში და მაშინ ვთქვით: ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”. ჩვენ გადაგვარჩინა ნიუ იორკის ქართულმა თეატრმა და ქართული კულტურის ცენტრმა. ახლაც რომ ვითამაშებთ სპექტაკლს, ისევ ვიტყვით:,,ჰოპლა, ჩვენ გავცოცხლდით!”. - ამბობს ინტერვიუში ცუცა კაპანაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

„მადლობა, ჩემ სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის“ - ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის მოლოდინში და პირველი ემოციები

„იუმორის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა“ - ბლიცინტერვიუ ცუცა კაპანაძესთან

გარდაცვლილი ცოლი, 28 წლის წინ დაკარგული და თავიდან ნაპოვნი სიყვარული, ოჯახი და კარიერა - პაატა იმნაძის უცნობი ამბები