დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემა „ამბავის“ სტუმარი იყო, სადაც პირადი ცხოვრების და მეუღლის შესახებ ისაუბრა.
„თავიდან იმედგაცრუების გარდა ფიქრის დროც არ მქონდა. პირველი იყო, თავი გადამარჩინა და შვილი გამომეკვება და სტრესის შემდეგ მალე დავმდგარიყავი ფეხზე.
კომუნიკაცია განშორების შემდეგ არ მქონია საერთოდ, ერთადერთხელ ვნახე 13 წელი გვქონდა განქორწინების მიმდინარე სასამართლო პროცესი.
მე ჩემ თავს დავპირდი, რომ არასდროს შევქმნიდი ოჯახს. ამ ხნის განმავლობაში ყოფილ მეუღლეზე, არასოდეს მისაუბრია, არც კარგად და არც ცუდად“, - ამბობს დიზაინერი.
მხატვარი და დიზაინერი თათა ვარდანაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი საკუთარი შემოქმედებით და საქმით გახდა. თუმცა დიდი ხანია, ფაქტობრივად არსად ჩანდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია უფრო აქტიური გახდა ამ კუთხით.
„მეუღლე ისე სიგიჟემდე მიყვარდა, რომ ერთ-ერთ აღსარებაში ვთქვი, რომ ღმერთმა ალბათ იეჭვიანა და ერთად იმიტომ აღარ ვართ-მეთქი. გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და თვალით აღარ მინახავს. სამშობიაროდან ერთად გამოვედით. ყველას ახსოვს მისი ემოცია, როცა გაიგო, რომ ბიჭი შეგვეძინა. მესამე დღეს იყო მისი მამის გარდაცვალების დღე. უკვე სახლში ვიყავი. დემეტრეს დაბადების მოწმობა აიღო და თქვა, მამაჩემს უნდა ვახარო, შვილის დაბადებაო, ყველას ჩაგვეხუტა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ - განქორწინების დღეს ვნახე.
ძალიან დიდხანს მქონდა გაურკვევლობის შეგრძნება“, - იხსენებდა თათა ვარდანაშვილი ყოფილი მეუღლის, მხატვარი დათო მაღრაძის შესახებ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალების ქალი“ - თიკა ფაცაცია შავ კაბაში პოზირებს
⭕„აქ მოიპოვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს“ - რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურია