თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში.
ამის გარდა, იგი სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია და რამდენიმე თვის წინ, ვენეციის კინოს ფესტივალზეც იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავებს საკუთარი ფირმის, თავის მოვლის ხაზი წარუდგინა.
ამჯერად, იგი „ფორტუნას” ობიექტივში მეუღლეზე, შვილებზე და შოუბიზნესზე საუბრობს.
„მთელი გუნდით წავედი ვენეციის კინოფესტივალზე, თუმცა ჩვენ საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია რატომ ვიყავი იქ ეგონათ რომ იქ მხოლოდ მსახიობები, რეჟისორები არიან.
თუ სადმე ვიქნები კიდევ მინდა იცოდეთ, რომ მიხილავენ ჩემი კომპანიის სახელით.
მე მიჩვეული ჩვენი ვარ შოუბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ცინიკურად ყურებას, ჩემთან კულისებში ღიმილით საუბარს და ტელევიზიაში შემდეგ ჩემ გაჭორვას. მე არ ვფიქრობ, რომ შოუბიზნესში მეგობრობა იციან”, - ამბობს მოდელი.
როგორც თამო ამბობს მეუღლე მისი საუკეთესო მხარდამჭერია და ყოველთვის გვერდით უდგას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ანდრიას ნათლობა“ – გიორგი ძოწენიძე შვილის ნათლობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
🎥 ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისთვის საუკეთესო საშინაო საშუალება - არუნ ხათრის რჩევები
⭕„დამიანეს გაქრისტიანება“ – ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ შვილი მონათლეს