
მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში კვლავ ერთად გამოჩნდნენ. როგორც თავად მომღერლები ამბობდნენ, რამდენიმე თვის წინ მათი გზები პოლიტიკური შეხედულების გამო გაიყო.
მათ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ნუცა წერდა:
„კარგი მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით.“
ამჯერად კი სოციალურ ქსელში მეგობრების მორიგი ერთობლივი ფოტოები ვრცელდება არქივიდან, სადაც ჩანს რომ ისინი ერთად დროს მხიარულად ატარებენ.
რამდენიმე თვის წინ მარიამ შენგელია გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სადაც ნუცაზე ისაუბრა:
„არ მეწყინა ნუცას კომენტარი. მე მოლოდინები აღარ მაქვს დიდი ხანია. წყენის ფაქტორები გადავდე. ჩემს გზას მივყვები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული იმაზე, რომ საქართველო წარვადგინო კარგად. ცუდი კომენტარები უკვე მეორეხარისხოვანია. არავისგან არაფერი არ მწყინს, მათ შორის ახლობლებისგან. არ გაიყო გზები, დღემდე ჩემ გვერდით არის. რატომ ხდება ყველაფრის დრამატიზება ვერ ვხვდები“, - ამბობდა მარიამ შენგელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით