Digest Logo

🎥 „მეტი რა ვქნა?! ვწერ, ვუხსნი, ვაჩვენებ…“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1776242134
 ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართავს.

„მეტი რა ვქნა?!!!! ვწერ, ვუხსნი, ვაჩვენებ….. მიაქვს იაფიანი, უნდა ძვირიანი და მე მეჩხუბება!!!.

გვაქვს სამი ფერის იასამანი - თეთრი, წავკისური და მუქი იასამანი, რომელიც ნაკლებად სურნელოვანია. მუქი და მახროვი იასამანი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თეთრი იასამანი. 

მოდიან, მიაქვთ იაფიანი იასამანი და როცა აყვავდება მწერენ, რომ უნდოდათ მუქი. თუ გინდოდა, ერთიც მაქვს, მეორეც და მესამეც, რა ინტერესი მაქვს რომ მოგატყუო?

ის, რომელიც ყველას უნდა ღირს 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ღია ფერის იასამანი. მიაქვს იაფიანი, უნდა ძვირიანი და მერე მლანძღავს მე“, - ამბობს ზურა შევარდნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა „აუტისტს“ სალანძღავად იყენებ, შენ არ ხუმრობ და შენ აკნინებ ბავშვებს, მშობლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან“ - ხატია სიჭინავა

⭕„თუ გაქვთ დიაბეტი და ყოველდღე მიირთმევთ მაკარონს, პურს, სუხარს — უნდა იცოდეთ სიმართლე“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ“ - მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ