Digest Logo

„მეუბნებიან, უნდა მიდგე-მოდგეო, მაგრამ მე ეს არ შემიძლია“- რატომ არ ჩანს ეკრანზე სოფო გელოვანი

1684495026
სოფო გელოვანისოფო გელოვანი

სოფო გელოვანი ერთ-ერთი გამორჩეული, გემოვნებიანი მომღერალია ქართულ შოუბიზნესში ლამაზი ხმის ტემბრით, საინტერესო რეპერტუარით, დახვეწილი საშემსრულებლო მანერით.

იგი ქართველმა მსმენელმა პროექტ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო და მაშინვე მოიხიბლა.

სოფო ძალიან თავდაჭერილია, ზედმეტად გამოჩენა არ ხიბლავს, არც საკუთარ თავზე საუბარი უყვარს, თუმცა „სარკეს“ უამბო სცენასა თუ სცენის მიღმა თავის ცხოვრებაზე.

რაც თავი მახსოვს, სულ მომღერლობა მინდოდა, სხვა არც არაფერზე მიფიქრია. მართალია, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე ესპანური ენის განხრით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია.

სიმღერა და მხოლოდ სიმღერა არის ჩემი ერთადერთი მოწოდება.

ჩემი ახლობლები მეუბნებიან, სოფო, რატომ პასიურობ, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდე, თუ საჭიროა, მიდგე-მოდგე, შეაწუხო ნაცნობებიო. ძალიან ვაფასებ აქტიურ ადამიანებს, მათ, ვისაც ეხერხებათ ასე მოქცევა, მაგრამ მე არ შემიძლია. ვჩნდები მაშინ, როცა მაქვს სიმღერა, მაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. მუდმივად ეკრანზე ტრიალი არ არის საჭირო. ზედმეტად თავი არავის უნდა მოაბეზრო.

ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგი ვარ ან არ მომწონს გადაცემები, ყველას თავისი ფორმატი აქვს და თავისი სტუმრები ჰყავს. უბრალოდ, ვერ ვხედავ, რომ ჩემი გამოჩენა საინტერესო იქნება. ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს, ის ისედაც მომისმენს და კონცერტზე მოვა.

მეუღლე პატივს სცემს ჩემს პროფესიას, მოსწონს ჩემი შემოქმედება, გვერდით მიდგას. ვაფასებ მის თანადგომას, ვიცი მისი ინტერესები. ჩვენ საერთო საზრუნავი გვაქვს, შვილებს ვზრდით და ბედნიერები ვართ.

ზოგადად ყველაფერში ზომიერების მომხრე ვარ. ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას, გარეგნობაში მკვეთრი ჩარევები არ მომწონს. დიახ, ქალმა თავს უნდა მოუაროს. თუ საჭიროა, ცოტაოდენი კორექტივებიც შეიტანოს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა“,- ამბობს სოფო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ეს პირველი ქართული ფრესკაა, რომელზედაც ქალია გამოსახული... დღეს მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელი აღდგენა სჭირდება“ - რა ფოტოს ავრცელებს გოგა ჩანადირი

🔵 გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი შესრულდა

🔵 „არასოდეს მეგონა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ასეთი დალაგებული იქნებოდა“ - მარიამ სანოგო

წყარო: sarkenews.ge