Digest Logo

მევახშეობა, ოჯახური „კლანი“, თავდასხმა და შვილის დაპატიმრება - დათო როსტომაშვილის სკანდალები

1623145440
როსტომაშვილი

„იუმორინა“, „ანეკდოტები“, „სკეტჩები“, - „იომორინას“ ამომავალი ვარსკვლავი, სვანის პაროდიის შემსრულებელი, დავით როსტომაშვილი, ალბათ ყველას გახსოვთ.

ჰოდა, დღეს მისი ოჯახური სკანდალების შესახებ გიამბობთ.

მევახშეობა

მედიას დავით როსტომაშვილის მევახშეობაზე დოკუმენტებს აწვდის და შოკის მომგვრელ ფაქტებს უყვება არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა და სამართლიანობას” ხელმძღვანელი ნანა ქადაგიშვილი.

„მევახშეობის კუთხით, როსტომაშვილებს აქვთ ოჯახური ბიზნესი – თავად დათო ხომ არის მევახშე, დოკუმენტებში მის მეუღლესაც ნახავთ, ქალბატონ ქეთევანს; ასევე, მანდ ნახავთ მის ქალიშვილს, ხატიას (ხატია როსტომაშვილი უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელების გამო – ნ.ლ.).

8-წლიანი თანაცხოვრება, 2 ცოლი, აზარტული თამაშები და სიკვდილს რამდენჯერმე გადარჩენილი - ნიკა გრიგოლიას პირადი

დათო არის ტიპური მევახშე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ერთ ამბავს მოგიყვებით: არის ასეთი მოქალაქე, მოვალე – ალეკო მელქაძე, რომელიც სხვათა შორის, ომის ვეტერანი და ოთხი შვილის მამაა და რომელიც იგივე ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც დავით როსტომაშვილი – კაჭარავას ქუჩაზე. ალეკო იმ ქუჩის ძირძველი მოსახლე იყო, დათო კი იქ რამდენიმე წლის წინ მივიდა. ალეკო და დათო დამეგობრდნენ და მთელი 10 წელი მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. ალეკოს „პროკრედიტ“ ბანკთან ჰქონდა სასესხო ურთიერთობა, გაუჭირდა სესხის გადახდა, ბანკთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ბანკი თანახმა იყო, მას რაღაცნაირად გვერდში დასდგომოდა, რომ მისი გამოსახლების საფრთხე არ დამდგარიყო. სამაგიეროდ, ეს საფრთხე დადგა მეგობრის, დათოს მხრიდან, რომელსაც ალეკომ გაუზიარა თავისი მძიმე ვითარება.

ამ ვითარების გაგების შემდეგ, დათო ალეკოს ზურგს უკან, მის გარეშე, წავიდა ბანკში, აწარმოა რაღაც მოლაპარაკებები, არ ვიცი რა შესთავაზა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ალეკოს ქონების მყიდველი ბანკიდან გახდა დათო როსტომაშვილი. ფაქტობრივად, თავის მეგობარს ამით ზურგში დანა ჩასცა!

ალეკო ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ერთ დღესაც მასთან პოლიცია მიდის და გასახლებას უპირებს… ალეკო ჩვენთან მოვიდა, ჩვენი ორგანიზაციის წევრია (სულ 10 ათასამდე წევრი გვყავს ორგანიზაციაში) და ჩვენ იმ დროს რაც შეგვეძლო, კანონი რის საშუალებასაც გვაძლევდა, ყველაფერი ვქენით – ადმინისტრაციული საჩივრებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და სასამართლოსაც მივმართეთ, რითაც რაღაცნაირად შევძელით ცოტა დროის მოგება, თუმცა სამწუხაროდ, გამოსახლება მაინც მოხდა.

სანამ მიქელაძეების ოჯახს გამოასახლებდნენ, როსტომაშვილმა მას ელექტროენერგიის და წყლის მიწოდებაც კი შეუწყვიტა, რომ რაც შეიძლება შეევიწროებინა ოჯახი! მეზობლებს კი ალეკოსთვის წყლის და დენის გადაყვანას უკრძალავდა!

ალეკო დათოს ეხვეწებოდა-მომეცი საშუალება, რაღაცნაირად ბინა გამოვისყიდოო და დათომ მას ამის საშუალებაც კი არ მისცა! არც იმის საშუალება მისცა, ცოტა ხნით მაინც გაჩერებულიყო ოჯახი ბინაში, სანამ ქირით სადმე რამეს ნახავდნენ!

მარტოობა 41 წლის ასაკში, მდიდრული სახლი და კარიერა - ნინო გაჩეჩილაძის პირადი

გასახლების დროს მეზობლები იყვნენ გამოსულები და თქვეს-ხმას ვერ ვიღებთ, გვეშინია, დათო გვემუქრება – ქუჩის გადაღმაც მოგვწვდებით! აქაურობა სულ მე მინდაო… არ ვიცი რა დასახლებას აკეთებს იქ, მაგრამ ასე თქვა. გამოსახლების დროს, რა თქმა უნდა, პოლიციის შემადგენლობა იყო მოსული და უბნის ინსპექტორს რომ დაველაპარაკე, მითხრა – როსტომაშვილი თავის სტატუსით და მდგომარეობით (მაშინ დათო პოლიციის დეპარტამენტში, დაცვის პოლიციაში იყო) ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომ ეს პროცესი დააჩქაროსო!“

თავდასხმა

ხატია როსტომაშვილი:

„მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 2017 წლის 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, მთელი საქართველოსთვის ცნობილია.

რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის “მევახშეა” და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა “მევახშის” განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

6-წლიანი „პატიმრობა“, 34 წლის ასაკში დაოჯახება, გაძარცული სახლი და „ძალით“ გარდაცვალება - ნიკა არაბიძის პირადი

მინდა, სახალხოდ მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის, მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აჰყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი, რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითი დღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტობრივად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? „კაი ბიჭის ძმა“? თუ… საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში… თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ! – წერდა ხატია როსტომაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

„ტრადიციული კაცი“

„ჩემ ვაჟს შეიძლება ჰყავდეს შეყვარებული, რომელთანაც იმეგობრებს სექსის გარეშე. მე ვარ ტრადიციული კაცი. ქალი უნდა გათხოვდეს ქალიშვილი და კაცმა უნდა მოიყვანოს ქალიშვილი ოჯახში. ეს ჩემი დილემაა ცხოვრებისეული.

7 წელი დატანტალებენ ერთად და მერვე წელს, ვერ გავუგეთ და დავშორდითო, რა უბედურებაა, რაღად უნდა ამას ბოიფრენდობა და გელფრენდობა, მოიყვანე ცოლად და თუ ვერ გაუგებ გაუშვი. - შენ ვინ გეკითხება შენ შვილს სექსი ექნება თუ არა? - ვერ ისვენებს მაია ასათიანი. - რას ჰქვია ვინ მეკითხება ტო, აბა ვისი საქმეა?!...

შვილის დაპატიმრება

2017 წლის 21 მარტს თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ყაჩაღობა მოხდა. მომხდარიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული გახსნა.

„შენი ცოლი არ ეჭვიანობს?“ - გიორგი გასვიანის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე პოლიციამ ცნობილი იუმორისტის დათო როსტომაშვილის ვაჟი, მსახიობი გიორგი როსტომაშვილი და სახალხო მკურნალის, ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილი ნიკა მჭედლიანი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენს მჭედლიანის და როსტომაშვილის მეგობრის ვალი ჰქონდა, რომელსაც არ აბრუნებდა, ამიტომ მას ახალგაზრდებმა ვალის დაბრუნებამდე ავტომობილი წაართვეს.