Digest Logo

„მხოლოდ უფალმა იცის...“ - ილია თოფურიას გარშემო სკანდალს ჩემპიონის დედა ეხმაურება

1765965671
ილია თოფურიას დედა

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. საუბარი ეხება UFC-ის ჩემპიონის პირად ცხოვრებაში მომხდარ უკანასკნელ მოვლენებს. შეგახსენებთ, აღნიშნული პრობლემის გამო, ქართველმა ჩემპიონმა 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა. 

ილიას ამ განცხადებას, პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რა დე­დამ, ინგა თო­ფუ­რი­ამ გა­მო­უ­ცხა­და და ილიას პოსტზე დაწერილი კომენტარით შვილს ამხნევებს. მისი თქმით, ილია ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც კი იცნობს.

„ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი ვისაც ვიცნობ❤️

მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის 🙌🏼

ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს❤️უფალმა დაგლოცოს შვილო“, - წერს ინგა თოფურია. 

ცნობისთვის, UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გიორგის წასვლის შემდეგ ჩემში საერთოდ ახალი ადამიანი დაიბადა“ - თამუნა მდივანი პირად ტრაგედიაზე

⭕ „როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕„როდესაც ადამიანს მშობელი უკვდება, მზე რომ ჩაესვენოს ადამიანისთვის, ეს ისე არის და შემდეგ რჩებიან წვრილ-წვრილი ვარსკვლავები…“ - ქუჩის გამოკითხვა