„იმედის“ მაყურებელმა მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მე-6 ეპიზოდი იხილა.
ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 5 თოჯინა: ბროწეული, მინოტავრი, ქურუმი, ფარშევანგი და ლაზიერი წარდგნენ.
მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: ლაზიერი, ბროწეული და მინოტავრი. შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - ფარშევანგი და ქურუმი, ჟიურიმ მეგაშოუში ფარშევანგი დატოვა.
ქურუმის ნიღაბი გიორგი გილიგაშვილს ჰქონდა მორგებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანი და მომღერალი, მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
სეც ჩვენი „ქურუმი“ გიორგი გილიგაშვილი იგივე „გილიგა“ როგორი განსხვავებულიც არის ცხოვრებაში, თავისი პერსონით, ჩაცმით, მისი სიმღერებითა და ტექსტებით.
ისეთივე განსხვავებული იყო „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონზეც, მქონდა პატივი დუეტიც მემღერა ქურუმთან. მადლობა გილიგ ამ იდუმალი გმირისთვის!“, - წერს მაკა ზამბახიძე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕15-21 დეკემბერი – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის
⭕რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“ და რომელი თაფლია უკეთესი - თხელი თუ სქელი?