გარკვეული პაუზის შემდეგ, მსახიობი ნათია წიწილაშვილი ეკრანზე ბრუნდება.
მას უკვე პოპულარულ სერიალში - „სიყვარულს მიღმა“ ვიხილავთ, რის შესახებაც იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ნათია, სერიალში „სიყვარულს მიღმა“ როგორ მოხვდი?
- როგორც ხდება ხოლმე, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა და როლი შემომთავაზა. სერიალის - „სიყვარულს მიღმა“ მეხუთე, საფინალო სეზონია. შესაბამისად, სერიალი დასრულდება. ცოტათი გული კი დამწყდა, რომ საფინალო სეზონში ვმონაწილეობ, მაგრამ არა უშავს... რა თქმა უნდა, ამ პროექტში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ყოველთვის ძალიან მომწონდა.
- როგორ პერსონაჟს თამაშობ?
- ჩემი პერსონაჟი სერიალს მერვე სერიიდან უერთდება. კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც მივხვდი, ურთიერთობებში ცოტათი გამოუცდელია და შეიძლება, რაღაც სისულელეებიც ჩაიდინოს.
- მისი ხასიათის თვისებები შენს რეალურ ხასიათს რამდენად ჰგავს ან განსხვავდება?
- უი, ჩემი რეალური ხასიათისგან ძალიან „შორსაა“. აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა - ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ, თუმცა სათამაშოდ კარგი პერსონაჟია. თან, საყვარელიცაა. საერთოდ, ყველა შტერი ხომ საყვარელია, არა (იცინის)?
- როგორ ფიქრობ, მაყურებელი შენს პერსონაჟს როგორ მიიღებს?
- სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, რადგან როგორც იცი, დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. სიმართლე გითხრა, ამის მიზეზი არ ვიცი. რატომღაც, მიიჩნიეს, რომ გარკვეული პერიოდი განსაკუთრებულად დავუთმე ოჯახს, ბავშვის აღზრდას... ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მაყურებლებზე პირველი შთაბეჭდილება უკვე მოვახდინე სოციალურ ქსელში „სთორებით“, „პოსტებით“... როგორც მივხვდი, ეკრანზე ჩემი გამოჩენა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ ხომ იცი, ყველანაირი ხალხი არსებობს, არა? ამიტომ შესაძლოა, ჩემი პერსონაჟის შესახებ ვინმემ ნეგატიური კომენტარიც დაწეროს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც პერსონაჟს მსახიობთან აიგივებს... მოკლედ, დაველოდოთ, რა მოხდება, მაგრამ მგონია, რომ დადებითი შეფასება და კარგი კომენტარები იქნება, რადგან დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გოგოა თუ ბიჭი?“ - სოფია კვინიკაძე სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებს
⭕„გახსოვს, რას ვუსმენდით?“ – მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი სახალისო კადრს აქვეყნებენ