Digest Logo

„მთელი ცხოვრება დედამთილთან უნდა ვიცხოვრო“ - მარიტა მელიქიშვილი

1682525395
მარიტა მელიქიშვილი

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ დედამთილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ის დროის უმეტეს ნაწილს დედამთილთან ერთად ატარებს, ეს ურთიერთობა კი ახალისებს და ჰარმონიას ჰგვრის. როგორც მარიტა ამბობს გადაწყვეტილი აქვს, რომ მუდმივად ასე გააგრძელოს და მთელი ცხოვრება დედამთილთან ერთად იცხოვროს.

„კერძებს ვაკეთებთ ერთად, გალას ვუვლით ერთად, მთელი დღის განმავლობაში ვართ ერთად. გიორგი დაკავებულია, მარტო რომ ვცხოვრობდეთ, გამოდის, რომ მთელი დღე უნდა ვიყო მარტო და პირიქით ძალიან კარგია ერთად რომ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ ერთმანეთს ვახალისებთ, ვართობთ და დროც მალე გადის“, - ამბობს მარიტა მელიქიშვილი.

თავის მხრივ, გიორგი გასვიანის დედამ, რუსუდან კაჭარავამ აღნიშნა, რომ მარიტას შვილად მიიჩნევს.

„თავიდანვე ასე თქვა, მე მინდა თქვენთან ერთად ცხოვრებაო, თავიდანვე ასეთი განწყობით იყო. გიორგის მეგობრებს უფრო უკვირდათ, ალბათ ცალკე იცხოვრებო, ეუბნებოდნენ. მაგრამ გიორგისაც არ უნდოდა ცალკე ცხოვრება, გიორგიც ასეთი განწყობით იყო. ამათ გარეშე ცალკე, სხვაგან ცხოვრება გამიჭირდებოდა ძალიან…ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა“, - ამბობს რუსუდან კაჭარავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ქალის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საქმე

🔵რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ